განქორწინებების მუზეუმი
განქორწინებების მუზეუმი (ხორ. Muzej Prekinutih Veza) — ორიგინალური სპეციალიზებული მუზეუმი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში. დაფუძნდა კინოპროდიუსერის ოლინკა ვიშტიცას და მოქანდაკე დრაჟენ გრუბიშიჩის მიერ.[1]
განქორწინებების მუზეუმი | |
---|---|
ხორ. Muzej Prekinutih Veza | |
45°48′54″ ჩ. გ. 15°58′25″ ა. გ. / 45.81500° ჩ. გ. 15.97361° ა. გ. | |
დაარსდა | 2010 |
ქვეყანა | ხორვატია |
მდებარეობა | ზაგრები |
ოფიციალური საიტი | https://brokenships.com/ |
2003 წლის შემდეგ მათი ოთხწლიანი სიყვარულის ურთიერთობა დასრულდა. ამის შემდეგ, ორივე მათგანი ხუმრობდა დარჩენილი პირადი ნივთებით შეექმნათ მუზეუმი. მათ ეს იდეა განახორციელეს. მუზეუმი მიძღვნილია არშემდგარი სიყვარულებისთვის. მასში განთავსებულია ყოფილი შეყვარებულების პირადი ნივთები და თან ახლავს მოკლე აღწერილობა: „მუზეუმი შეიქმნა შემოწირული საგნების მოძრავი კოლექციით“.
მუზეუმი გახდა ცნობილი და მიიღო კენეტ ჰადლონის პრემია ყველაზე ინოვაციური მუზეუმის მოგონებისთვის. წლების მანძილზე ამ კოლექციამ მოიარა მსოფლიო: არგენტინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.