განათლება (გამომცემლობა)
„განათლება“ — ერთ-ერთი დიდი გამომცემლობა საქართველოში. დაარსდა თბილისში 1957 წელს, საუწყებო გამომცემლობით („ტექნიკა და შრომა“ და სხვა) ბაზაზე. 1963 წელს მას შეუერთდა საქართველოს პოლიტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების გამომცემლობები. „განათლებაში“ 9 დარგობრივი რედაქციაა. გამოსცემს ძირითადად და დამხმარე სახელმძღვანელოებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, უმაღლესი, საშუალო სპეციალური და პროფტექნიკური სასწავლებლებისათვის; პედაგოგიურ და მეთოდურ ლიტერატურას მასწავლებლებისა და მშობლებისათვის; კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას; პედაგოგიკის მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეების შრომებს, ლექსიკონებს. გამომცემლობაში არსებობს რეგულარულად მოქმედი წარმომადგენლობითი სარედაქციო და სამხატვრო საბჭოები. გამუდმებით იზრდება „განათლების“ გამოცემათა მოცულობა და ტირაჟი. 1975 წელს განათლებამ გამოსცა 305 დასახელების წიგნი, ტირაჟი 5.520 ათასი სხვადასხვა დროს „განათლების“ მრავალ გამოცემის (მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“, „დედა ენა“, „რუსსკოე სლოვო“ და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- სვანიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 672-673.
- პაიკიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 548.