გამოყენებითი მეცნიერებები
გამოყენებითი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში და ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისას იყენებს თეორიულ მეცნიერულ ცოდნას. თვით ტექნოლოგია ნიშნავს ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხს.
გამოყენებითი მეცნიერებები და ტექნოლოგიები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
- აგრონომია — სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძვლები;
- არქიტექტურა — ნაგებობების დაგეგმარება და მშენებლობა;
- გამოყენებითი მექანიკა — სივრცეში სხეულთა გადანაცვლების კანონები;
- ელექტრონიკა — ელექტრონული პროცესები და ხელსაწყოები;
- ინფორმატიკა — ინფორმაციის მანქანური დამუშავება;
- კიბერნეტიკა — ავტომატური ორგანიზმები და მექანიზმები;
- კომპიუტერული ტექნოლოგია — გამოთვლითი ტექნიკა;
- კოსმონავტიკა — საპლანეტათშორისო სივრცეში ფრენა;
- მედიცინა — ადამიანთა დაავადებები და მათი მკურნალობა;
- ტრანსპორტის ტექნოლოგია — სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა.