გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი
გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ან უბრალოდ გზაგადამჭრელი — გამანადგურებელი თვითმფრინავების ტიპი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის წარმატებული საჰაერო ოპერაციების ჩასაშლელად, უპირველეს ყოვლისა, ბომბდამშენების და მზვერავების. გზაგადამჭრელებში გამოარჩევენ ორ მთავარ კლასს: შედარებით მსუბუქი თვითმფრინავები განკუთვნილი მაღალი წარმადობისთვის, და მძიმე თვითმფრინავები განკუთვნილი ღამის ან არახელსაყრელ ამინდში ფრენებისთვის და შორი მოქმედებისთვის.
დღის ოპერაციებისას ჩვეულებრივი გამანადგურებლები სხვა მრავალ ამოცანასთან ერთად ასევე გზაგადამჭრელის ფუნქციასაც ითავსებენ. დღის გზაგადამჭრელები პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული თავდაცვით როლს ასრულებდნენ, მაგრამ ისინი უკეთ ცნობადი არიან მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ძირითადი მოქმედებებით, აღსანიშნავია ბრიტანეთის ბრძოლა, სადაც სპიტფაერებმა და ჰოუკერ ჰარიკეინებმა კარგი რეპუტაცია მოიპოვეს. თვითფრინავების მხოლოდ მცირე ნაწილს შეიძლება ეწოდოს სპეციალური დღის გზაგადამჭრელი, გამონაკლისებია Messerschmitt Me 163 და მიქოიან-გურევიჩის მიგ-15-ის მსგავსი თვითმფრინავები. ეს უკანასკნელი ატარებდა მძიმე შეიარაღებას სპეციალურად ბომბდამშენსაწინააღმდეგო ამოცანებისთვის.
ღამის გამანადგურებლები და ბომბდამშენსაწინააღდეგო თვითმფრინავები განსაზღვრების თანახმად არიან მძიმე კლასის გზაგადამჭრელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავდაპირველად ასე არ მოიხსენიებდნენ. ცივი ომის ადრეულ ხანაში რეაქტიულიძრავიანი ბომბდამშენების და ატომური ბირთვული იარაღის შერწყმამ საჰაერო ძალებში მაღალი შესაძლებლობების გზაგადამჭრელების მოთხოვნა გაამძაფრა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ტერმინ მძიმე გზაგადამჭრელის გამოყენება. ამ ხანის კლასიკური გზაგადამჭრელების მაგალითებია F-106 Delta Dart, სუხოის სუ-15 და English Electric Lightning. 1960-იან წლებში მოხდარმა სწრაფმა კონსტრუქციულმა გაუმჯობესებებმა გაანადგურბელებს გზაგადაჭრელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობა მისცა და ამგვარად სტრატეგიულმა საფრთხემ ბომბდამშენებიდან კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე (კბრ) გადაინაცვლა. სპეციალურად აგებული გზაგადამჭრელები იშვიათობად იქცა, გამონაკლისის სახით 1960-იანების შემდგომ აგებულ გზაგადამჭრელებს შორის ყველაზე გავრცელებულია Tornado F3 და მიკოიანის მიგ-31.
ისტორია
რედაქტირებაპირველი სპეციალიზებული გზაგადამჭრელების ესკადრილიები პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა ლონდონის დასაცავად ცეპელინებისგან, მოგვიანებით ასევე ფიქსირებულ-ფრთიანი შორი მოქმედების ბომბდამშენებისგან. თავდაპირველი შენაერთების მიერ გამოყენებული თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან მოიხსნენნ, განსაკუთრებით Sopwith Pup. ისინი აფრენამდე აცნობებდნენ თავიანთი მიზნების მდებარეობის შესახებ ცენტრალიზებულ სამეთაურო ცენტრს, რომელიც იყო ცხენოსანი გვარდიის შენობაში. გზაგადამჭრელი „პაპი“ არასაკმარისად წარმადი აღმოჩნდა Gotha G.IV ტიპის ბომბდამშენების გასანადგურებლად, ამიტომ იგი განიდევნა უფრო მძლავრი Sopwith Camels-ის მიერ.
სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ბომბდამშენების მიზერული სიჩქარე იმდენად გაიზარდა, რომ გზაგადამჭრელის მოქმედება მათ წინააღმდეგ შეუძლებლად ჩანდა. ვიზუალური და აკუსტიკური აღმოჩენის მცირე სიშორის გამო, რომელიც რამდენიმე მილს შეადგენდა, გზაგადამჭრელებს არ ჰქონდა რეაგირებისთვის და სიმაღლეზე აფრენისთვის საკმარისი დრო სანამ ბომბდამშენები მიზნებზე გავიდოდნენ. სიმაღლეზე სწრაფი აფრენის პრობლემა შეიძლება მოეგვარებინა თვითმფრინავის შენობების თავზე დაყენებამ, მაგრამ ეს დიდ ფინანსებს მოითხოვდა. იმდროინდელი დასკვნა იყო, რომ „ბომბდამშენი ყოველთვის გაარღვევდა წინააღმდეგობას“. რადარების გამოჩენამ მდგომარეობა შეცვალა.[1]
ცივი ომის მიმდინარეობისას, 1950-იანებში, გზაგადამჭრელების მძლავრი ძალა გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა წამყვანი სახელმწიფოებისთვის, როგორც სტრატეგიული ბომბდამშენებით მოულოდნელი ბირთვული დარტყმის მიყენებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი სწრაფად ვითარდებოდნენ. 1960-იანი წლების დასასრულს ბირთვული საფრთხე აურიდებელი გახდა. ეს განაპირობა საბრძოლო მორიგეობაზე სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტების დაყენებამ, რომელთა გზის გადაჭრა შეუძლებელი იყო, რადგან ისინი ატმოსფეროს გარედან 5-7 კმ/წმ სიჩქარით მიისწრაფოდნენ მიზნისკენ. ამგვარად, ორმხრივად გარანტირებული განადგურების დოქტრინამ თავდაცვის გაძლიერების ტენდენცია შეცვალა და გზაგადამჭრელები ნაკლებად სტრატეგიულ იარაღად აქცია. მათმა სარგებლიანობამ იკლო, ხოლო მათი როლი შეირწყა იმ დროინდელ სამხედრო წრეებში პოპულარულ საჰაერო უპირატესობის გამანდაგურებლის იდეასთან.
კონსტრუქცია
რედაქტირებაგზისგადაჭრის ამოცანა თავისთავად რთულია. განვიხილოთ ერთი მიზანზე შორი მოქმედების ბომბდამშენებით შეტევის არიდების მაგალითი. ბომბდამშენებს აქვთ უპირატესობა აირჩიონ ამოცანის პარამეტრები – შეტევის ვექტორი, სიჩქარე და სიმაღლე. რადგან ბომბდამშენები აღმოჩენილ იქნება მიზნიდან შორ მანძილზე, არსებობს უზარმაზარი არე საიდანაც შეიძლება დაიწყოს შეტევა. გზაგადამჭრელს უნდა შეეძლოს გაეშვას, აფრინდეს, ავიდეს სიმაღლეზე, მოახდინოს იერიშისთვის მანევრირება და მიიტანოს იერიში ბომბდამშენზე, მანამ, სანამ ბომბდამშენი დაფარავს მანძილს აღმოჩენის წერტილიდან შეიარაღების მიტანის წერტილამდე.
გზაგადამჭრელი თვითმფრინავის შესაძლებლობები მთლიანად კონცენტრირებულია სწრაფ აღმასვლაზე ან/და დიდი სიჩქარის განვითარებაზე, რითაც იგი კარგავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გააჩნია საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელს. ამგვარად, გზაგადამჭრელები ხშირად თავის შთამბეჭდავობას მხოლოდ ფურცელზე ინარეჩუნებენ, მაგალითად უპირატესობა აქვთ ნაკლებად სპეციალიზებულ გამანადგურებლებზე საცეცხლე ძალაში, აღმასვლაში და სიჩქარეში. მიუხედავად ამისა, ისინი საგრძნობლად უთმობენ საჰაერო ბრძოლებში იმავე „ნაკლებად სპეციალიზებულ“ გამანადგურებლებს შეზღუდული მანევრულობის გამო.
თავდაცვის წერტილის გზაგადამჭრელები
რედაქტირებასხვადასხვა გზაგადამჭრელების გადმოსახედიდან, ერთი კონკრეტული ასპექტისსთვის დაპროექტება ხშირად მსხვერპლს ითხოვს ამ სპექტში გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. „თავდაცვის წერტილის გზაგადამჭრელი“ ეს არის მსუბუქი კონსტრუქციის თვითმფრინავი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მიწაზე დასაცავი მიზნის ახლოს ატარებს. მოთხოვნის შესაბამისად იგი გაეშვება, ავა სიმაღლეზე, შეასრულებს მანევრს და შეუტევს ბომბდამშენს ძალიან მცირე დროში სანამ ბომბდამშენი დაცლის თავის შეიარაღებას დასაცავ მიზანზე.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ლუფტვაფესთვის მთავარი მოთხოვნად მოკავშირეთა და ამერიკული საჰაერო ძალები გახდა, რომლებიც გერმანულ მიზნებს დღე და ღამე უტევდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ დაბომბვებმა იმატა, განსაკუთრებით 1944-ის დასაწყისში, ლუფტვაფემ წარმოადგინა რაკეტის ძრავით აღჭურვილი Messerschmitt Me 163 Komet, როგორც ძალიან მოკლე მანძილის გზაგადამჭრელი. ძრავი უზრუნველყოფდა მხოლოდ 7 წუთიან ფრენას, მაგრამ მათ იმდენად კარგი შედეგი აჩვენეს, რომ შეეძლოთ თავდაცვით გამანადგურებლებთან გვერდიგვერდ ეფრინათ. Me 163 მოითხოვდა აეროდრომს, ამიტომ ისინი მუდმივი სამიზნე იყვნენ. საგანგებო გამანადგურებლის პროგრამის ფარგლებში გერმანელებმა უფრო თამამი პროექტი განახორციელეს Bachem Ba 349 Natter-ის სახით. ეს თვითმფრინავი სტარტს ვერტიკალურად იღებდა ამიტომ მისთვის ავიაბაზის აუცილებლობა არ იდგა. საბოლოო ჯამში ყველა ეს გერმანული ქმნილება რთულად გამოსაყენებელი აღმოჩნდა და ხშირად თავისი მფრინავებისთვის სასიკვდილო ხაფანგებად იქცეოდნენ, და ნაკლებად მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდათ დაბომბვებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Shaw, Robert L. (1985). Fighter combat: tactics and maneuvering ([14. Dr.] ed.). Annapolis, Md.: Naval Institute Press. გვ. 346–347. ISBN 0-87021-059-9. (ინგლისური)