გალაკტიონი (ჟურნალი)
„გალაკტიონი“ — ქართული ერთდღიური ლიტერატურული გაზეთი, მიძღვნილი გალაკტიონ ტაბიძისადმი. გამოვიდა თბილისში 1927 წლის ივნისს გ. ტაბიძის „რჩეულის“ გამოცემასთან (1927) დაკავშირებით. გაზეთში დაბეჭდილია სანდრო შანშიაშვილის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, ვალერიან გუნიას, შალვა დადიანის, ია ეკალაძის, ილო მოსაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, შიო მღვიმელი, გიორგი ქუჩიშვილის, ლ. მეგრელიძის, დ. ახვლედიანის და სხვა მწერლების მოგონებები, წერილები, ლექსები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 632.