გალავდური
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
გალავდური — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხარულის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ქსნის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3230 მ. აგებულია შუაიურული ასაკის მერგელოვანი ფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი და დასავლეთი კალთები ქარაფოვანია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი — დამრეცი. გალავდური დაფარულია ალპური მდელოებით.
გალავდური | |
---|---|
კოორდინატები: 42°25′59″ ჩ. გ. 44°19′14″ ა. გ. / 42.43306° ჩ. გ. 44.32056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე შიდა ქართლის მხარე |
სიმაღლე | 3230 მ |
ქედი | ხარულის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელოვანი ფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 535.