გალაგო
გალაგო (ლათ. Galago) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი პრიმატების რიგისა. სხეულის სიგრძე 115—380 მმ, კუდისა — 150— 410 უკანა კიდურები წინაზე გრძელია. აქვთ მახვილი სმენა. ხეებზე 1,8 — 2,3 მ სიგრძის ნახტომებით მოძრაობენ, მიწაზე კენგურუს მსგავსად დახტიან. ცხოვრობენ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში საჰარის სამხრეთით. უმთავრესად ღამის ცხოველები არიან. იკვებებიან მწერებითა და მცირე ზომის ცხოველებით. ჭამენ აგრეთვე ფრინველის კვერცხსაც. შობენ ერთ ნაშიერს, ზოგჯერ კი ტყუპსაც. ადვილად ეგუებიან ტყვეობას.
პრიმატები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Galago | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 632.