გავეთი
გავეთი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფ. თმოგვის მიდამოებში. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
გავეთი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XIII-XIV საუკუნეების მიჯნა |
დეტალები
|
აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. საერთო მხატვრული კონცეფციით, ფასადების ხასიათით, კარ-სარკმელთა დეკორითა და ცალკეული მოტივებით საფარა-ზარზმის ხუროთმოძღვრულ წრეს მიეკუთვნება. გავეთის სამხრეთ ფასადზე აღსანიშნავია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის სრულიად უცხო ფორმა - მუზარადისებრი მოხაზულობის თაღები (ისლამური ელემენტი).
-
გავეთი. სარკმლის დეტალი
-
გავეთი
ლიტერატურა
რედაქტირება- საყვარელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 623.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-02-01.