გაეტანო დ’აგოსტინო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გაეტანო დ’აგოსტინო}} |
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
გაეტანო დ'აგოსტინო (იტალ. Gaetano D'Agostino; დ. 3 ივნისი, 1982, პალერმო, იტალია) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად არის იტალიური საფეხბურთო კლუბ ვირტუს ფრანკავილას მწვრთნელი. უკანასკნელად თამაშობდა იტალიურ კლუბ ლუპა-რომაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გაეტანო დ'აგოსტინო | ||
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1982 | ||
დაბადების ადგილი | პალერმო, იტალია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სიენა | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990—1998 | პალერმო | ||
1998—2000 | რომა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000—2001 | რომა | 1 | (0) |
2001—2003 | ბარი | 63 | (2) |
2003—2005 | რომა | 22 | (0) |
2005—2006 | მესინა | 42 | (5) |
2006—2010 | უდინეზე | 114 | (12) |
2010-2011 | ფიორენტინა | 20 | (5) |
2011-2014 | სიენა | 40 | (7) |
ეროვნული ნაკრები | |||
1999—2001 | იტა. U18 | 10 | (3) |
2002—2004 | იტა. U21 | 15 | (4) |
2009 | იტალია | 5 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგაეტანომ კარიერა მშობლიურ პალერმოში დაიწყო, სადაც ბრწყინვალედ გამოდიოდა, რის გამოც დედაქალაქიდან შეამჩნიეს და რომაში წაიყვანეს, თუმცა მისი რონაული ოცნება ვერ ასრულდა, რადგან იქ თითქმის უსაქმოდ იყო, ამიტომაც იგი მალევე სერია ბ-ს კლუბ ბარიში გადავიდა, სადაც უკეთესად მოერგო. ორი სეზონის შემდეგ იგი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და ამჯერადაც ამაო აღმოჩნდა მისი რომაში დაბრუნება, სადაც ორი სეზონი თითქმის უსაქმოდ იყო ისევ, მანამ სანამ მესინაში არ გადავიდა. სიცილიაზე მან ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დონით უფრო მაღალი გუნდისგან უდინეზესგან მოუვიდა შეთავაზება და ის რა თქმა უნდა დათანხმდა.
ფრიულის გუნდში გაეტანომ ძალიან ძლიერი ცენტრი შექმნა გიოკხან ინლერის ტანდემთან ერთად. ხოლო 2008/09 სეზონში ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველიც იყო, რის გამოც მას შანსი ჰქონდა რომ ან ტურინის იუვენტუსში ანდაც მადრიდის რეალში გადასულიყო, თუმცა იმის გამო რომ უდინეზემ მაღალი ფასი დაადო მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს. თითქოს ამ ყველაფერს გაეტანო უნდა გაეტეხა, მაგრამ მან ინტერვიუში განაცხადა რომ იდი კმაყოფილია რათა უდინეზეში დარჩა.
2010 წელს მან მაინც დატოვა ფრიული და ფლორენციას ჩააკითხა, სადაც ფიორენტინას ფეხბურთელი გახდა. მან ერთი კარგი სეზონი ითამაშა ფლორენციულ კლუბში, თუმცა გუნდმა რატომღაც უარი განაცხადა მის დატოვებაზე და იგი ისევ ფრიულის დაუბრუნდა. 2011 წელს კი სიენას ფეხბურთელი გახდა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაგაეტანოს ყველაზე კაი სანაკრებო კარიერა U21-თან ჰქონდა, სადაც უდავოდ ლიდერი იყო გუნდის. პირველი დიდი გამოძახება კი 2009 წლის 9 ივნისს ამხანაგურ თამაში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მოუწია.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
- სერია ა (2000-2001)
სანაკრებო
- ევროპის ჩემპიონი U21 (2004)