გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 359
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 359 მიიღეს 1974 წლის 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭომ შეშფოთებით მოისმინა გენერალური მდივნის ანგარიში, სამხედრო ქმედების გაგრძელების შესახებ კვიპროსში, ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სამშვიდობო ძალები კვიპროსში იმყოფებიან იქ, კვიპროსის, თურქეთის და საბერძნეთის მთავრობების სრული თანხმობით. საბჭომ გამოხატა სინანული სამშვიდობო ძალების წევრების დაღუპვისა და დაჭრის გამო. რეზოლუცია მოითხოვს, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს სამშვიდობოების სტატუსს და მოითხოვს, რომ ყველა მხარემ ითანამშრომლოს მათთან, მათი საქმიანობის განხორციელების დროს.
გაეროს უს რეზოლუცია 359 | |
---|---|
თარიღი | 15 აგვისტო 1974 |
სხდომა № | 1793 |
კოდი | S/RES/359 (დოკუმენტი) |
თემა | კვიპროსი |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 არ მონაწილეობდა: 1 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია 14 ხმით მიიღეს, ჩინეთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რეზოლუციის ტექსტი (PDF)