გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეთვრამეტე სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეთვრამეტე სესია — გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესია, რომელიც გაიხსნა 2023 წლის 5 სექტემბერს. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ჯგუფიდანაა.

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეთვრამეტე სესია
← 77-ე
79-ე →

გაეროს ემბლემა
მასპინძელი გაეროს დროშა გაერო
თარიღი 5 სექტემბერი, 2023 (2023-09-05)
მონაწილეები გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოები
პრეზიდენტი დენის ფრენსისი

სესიის ორგანიზაცია

რედაქტირება

პრეზიდენტი

რედაქტირება

2023 წლის 1 ივნისს, ტრინიდადი და ტობაგოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, დენის ფრენსისი, აირჩიეს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე.[1]

ვიცე-პრეზიდენტები

რედაქტირება

გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩია შემდეგი ქვეყნები:

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი :

ასევე შემდეგი სახელმწიფოები:[2]

ზოგადი დებატები

რედაქტირება

გენერალური ასამბლეის თითოეულ წევრს ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მომავალი წლის გეგმებზე. ეს არის წევრი ქვეყნების შესაძლებლობა დააფიქსირონ აზრი მათთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე.

სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ ჯერ წევრ სახელმწიფოებს, შემდეგ დამკვირვებელ სახელმწიფოებს და სუპრასახელმწიფოებრივ ორგანოებს. ნებისმიერ სხვა დამკვირვებელ სუბიექტს, სურვილის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს დებატების დასასრულს.

გენერალური დებატების მოქმედი წესების მიხედვით, განცხადებები კეთდება არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე და ითარგმნება გაეროს თარჯიმნების მიერ. თითოეულ სპიკერს სთხოვენ, მიაწოდოს კონფერენციის ოფიცრებს თავისი განცხადებების 350 წინასწარი ეგზემპლარი, პოდიუმზე წარსადგენად და თარგმნის პროცესის გასამარტივებლად.

  1. General Assembly Elects Dennis Francis of Trinidad and Tobago President of Seventy-Eighth Session, Selects Main Committee Bureaus (1 June 2023). ციტირების თარიღი: 5 September 2023.
  2. Peace, Prosperity, Progress, and Sustainability to Guide UNGA 78 President (7 June 2023). ციტირების თარიღი: 5 September 2023.