გადილი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
გადილი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, სვანეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4162 მ. გადილი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. მთის კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება.
გადილი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4162 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 531.