დავით გადელია

(გადამისამართდა გვერდიდან გადელია, დავით)

დავით გადელია (დ. 1 მარტი, 1959, ცხაკაია, ახლანდ. სენაკი) — ქართველი ექიმი. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

დავით გადელია
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1959 (1959-03-01) (65 წლის)
დაბადების ადგილი ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984 წელს იყო რუსთავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ექიმი-ფსიქიატრი. 1986 წლიდან გარდაბნის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე. 1991–1994 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეფორმების შტაბის წევრი.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (საარჩევნო ბლოკიდან „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“), ჯანმრრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება