გაგრის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია
არქიტექტურული ძეგლების სია
გაგრის მუნიციპალიტეტის ობიექტების/ძეგლების სიაში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები, რომელთა ნაწილს კანონით დადგენილი წესით მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების ნაწილს ასევე განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია. გაგრის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები იყოფა 3 ჯგუფად:
- ობიექტები სტატუსის გარეშე
- კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები
- ეროვნული კატეგორიის მქონე უძრავი ძეგლები
გაგრის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია
რედაქტირება№ |
სურათი | ობიექტის დასახელება | სახელმწიფო რეესტრის ნომერი |
აგების თარიღი | ობიექტის მდებარეობა | სტატუსი | კატეგორია |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ალახაძის ეკლესიების კომპლექსი | 3580 | IV-VI საუკუნეები | ალახაძი | ძეგლი | ||
2 | ბზიფის ტაძარი | 3582 | IX საუკუნის II ნახევარი | ბზიფი | ძეგლი | ||
3 | ბზიფის ციხე | 3581 | VIII-X საუკუნეები | ბზიფი | ძეგლი | ||
4 | ბიჭვინთის ტაძარი | 3583 | გვიანი X საუკუნე | ბიჭვინთა | ძეგლი | ეროვნული კატეგორიის ძეგლი | |
5 | გაგრის ბერძნული ეკლესია | 3576 | XIX-XX საუკუნეები | გაგრა | ძეგლი | ||
6 | გაგრის ეკლესია | 3574 | VI საუკუნე | გაგრა | ძეგლი | ეროვნული კატეგორიის ძეგლი | |
7 | გაგრის ეკლესიის ნანგრევები (გაგრიფშის ხეობა) | 3577 | გაგრა | ძეგლი | |||
8 | გაგრის ეკლესიის ნანგრევები | 3579 | შუა საუკუნეები | გაგრა | ძეგლი | ||
9 | გაგრის კოშკი | 3678 | შუა საუკუნეები | გაგრა | ძეგლი | ||
10 | განთიადის ბერძნული ეკლესია | 3587 | XIX საუკუნის II ნახევარი | განთიადი | ძეგლი | ||
11 | განთიადის ტაძარი | 3585 | VI საუკუნის I ნახევარი | განთიადი | ძეგლი | ეროვნული კატეგორიის ძეგლი | |
12 | ლიძავის ეკლესია | 3579 | შუა საუკუნეები | ლიძავა | ძეგლი | ||
13 | ჟოეკვარის ციხე | შუა საუკუნეები | გაგრა | ||||
14 | სულევოს სამონასტრო კომპლექსი | 3588 | ადრე შუა საუკუნეები | სულევო | ძეგლი |