ბზიფის ციხე
ბზიფის ციხე — ციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს.
ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 422, თბ., 1997 წელი.