გაგაუზები
გაგაუზები (გაგ. Gagauzlar) — მოლდოვასა და უკრაინაში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა — 240,000 ადამიანი. გაგაუზების ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მოლდოვაში. ლაპარაკობენ გაგაუზურ ენაზე. მორწმუნე გაგაუზები მართლმადიდებლები არიან. მკვლევართა ნაწილს გაგაუზები მიაჩნია გათურქებულ ბულგარელებად, რომლებმაც შეინარჩუნეს ქრისტიანობა, უმრავლესობას კი — შუა საუკუნეების თურქების (კერძოდ, უზებისა და თორქების) შთამომავლებად, რომლებმაც შეითვისეს სლავური (ბულგარული) კულტურული ელემენტები. მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, დასაქმებული არიან მრეწველობაში. გაგაუზების თანამედროვე მატერიალური და სულიერი კულტურა ახლოა მეზობელი მოსახლეობის კულტურასთან.
გაგაუზები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
240,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
მოლდოვა ( გაგაუზია) | 147,500 |
უკრაინა | 31,900 |
თურქეთი | 15,000 |
რუსეთი | 13,700 |
რუმინეთი | 45 |
ბულგარეთი | 540 |
ყაზახეთი | 700 |
ენები | გაგაუზური ენა |
რელიგიები | მართლმადიდებლობა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 610.