გაბური „გები“ სიდიბე (ინგლ. Gabourey Sidibe; დ. 6 მაისი, 1983) — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა ფილმში „განძი“ (2009), სადაც შეასრულა კლარისა ჯონსის როლი, რომელმაც მოუტანა მას ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. სიდიბე დაიბადა ნიუ-იორკში, დედამისის რიტმ-ენდ-ბლუზისა და გოსპელის შემსრულებლის — ელის ტენ რიდლისა და მამამისის წარმოშობით სენეგალელის — იბნოუ სიდიბეს ოჯახში. სწავლობდა მანჰეტენის საქალაქო სათემო კოლეჯში, სიტი-კოლეჯსა და მერსის კოლეჯში. სიდიბეს პოპულარობა მოუტანა შესრულებულმა როლმა ფილმში „განძი“, სადაც განასახიერა 16 წლის გოგონას სახე. ფილმმა მოიპოვა მრავალი ჯილდო, მათ შორის 2 ოსკარის პრემია. 2011 წელს მიიღო როლი ფილმში „როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი“, ხოლო 2012 წელს გამოჩნდა ფილმში „შვიდი ფსიქოპათი“.

გაბური სიდიბე
Gabourey Sidibe 2010.jpg
გაბური სიდიბე 2010 წელს
დაბადების სახელი გაბური სიდიბე
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1983
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2009-დღემდე
მშობლები მამა: დედა - ელის ტენ რიდლი
მამა - იბნოუ სიდიბე

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2009 განძი Precious კლაირეს ჯონსი
2011 როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი Tower Heist ოდესა მონტერო
2013 შვიდი ფსიქოპათი Seven Psychopaths შერისი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება