გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა
გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ავლაბარი); კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩიდან ალაზნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა. 1923 წელს ივანე კალიაევის სახელი დაერქვა, 1990 წელს — გაბრიელ ეპისკოპოსისა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
საერთო ინფორმაცია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | პავლე ციციანოვის ქუჩა, ივანე კალიაევის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.