კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩა
კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი), მდებარეობს ალვანის ქუჩიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე ქუჩის ნაწილი დატანილია, ახლანდელი ალვანის ქუჩიდან ნიკო ლომოურის ქუჩამდე, დატანილია როგორც ტბის ქუჩა, შემდეგ პოლკის ქუჩა (ქუჩაზე იდგა გრენადერთა სამეგრელოს პოლკის პოკროვსკის ყაზარმები). ასევე შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში, ხოლო მონაკვეთი ნიკო ლომოურის ქუჩიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე შეტანილია ბალაჯარის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის 1934 წლის გეგმაზე კი დატანილია როგორც ნამგლისა და ბალაჯარის ქუჩები. ქუჩას XX საუკუნის 60-იან წლებში ტიციან ტაბიძის სახელი ეწოდა. 70-იანი წლებიდან კი — კონსტანტინე ცუცქირიძის სახელი. აქვს ერთი შესახვევი.
კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ტბის ქუჩა, პოლკის ქუჩა, ტიციან ტაბიძის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 197, ISBN 978-99928-20-35-3.