გაბრიელ დე ვალსეკა

გაბრიელ დე ვალსეკა (ესპ. Gabriel de Vallseca) — XV საუკუნის ესპანელი კარტოგრაფი, წარმოშობით, წარმომავლობით ებრაელი, კარტოგრაფიის ე. წ. მაიორკული სკოლის წარმომადგენელი.

გაბრიელ დე ვალსეკას 1439 წლის პორტოლანი (ბარსელონას საზღვაო მუზეუმი).
გაბრიელ დე ვალსეკას 1447 წლის პორტოლანი (საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა).

ვალსეკას ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია 1439, 1447 და 1449 წლების პორტოლანები (საზღვაო რუკები). 1439 წლის რუკამ პირველად კარტოგრაფიის ისტორიაში ასახა ახალაღმოჩენილი აზორის კუნძულები. ვალსეკას ნამუშევრები აღსანიშნავია როგორც პრაქტიკული მნიშვნელობის, ასევე მხატვრული ღირებულების თვალსაზრისითაც. მისი პორტოლანები საკმაოდ უხვ მასალას გვთავაზობს მსოფლიოს ქვეყნების დროშების შესახებაც. მათ შორისაა შავი ზღვის აღმოსავლეთით ვერტიკალურ მთაგრეხილზე (ლიხის ან კავკასიონის ქედი) დატანილი დროშა — თეთრ ფონზე ხუთი წითელი ჯვრით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII –XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
  • თვარაძე ა., ვალსეკა, გაბრიელ დე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 143.