გაბრიელ დი „გაბი“ გიფორდსი (ინგლ. Gabrielle Dee "Gabby" Giffords; დ. 8 ივნისი 1970, ტუსონი, არიზონა, აშშ) — ემერიკელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი არიზონიდან 2007-2012 წლებში. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, მესამე ქალი არიზონის შტატის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს აშშ-ის კონგრესში.

გაბრიელ გიფორდსი
Gabrielle Giffords
გაბრიელ გიფორდსი Gabrielle Giffords
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2007 – 25 იანვარი, 2012
წინამორბედიჯიმ კოლბი
მემკვიდრერონ ბარბერი

არიზონის შტატის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 2003 – 1 დეკემბერი, 2005
წინამორბედირენდალ გნენტი
მემკვიდრეპაულა აბუდი

არიზონის შტატის წარმომადჰგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2003 – 8 იანვარი, 2003
წინამორბედიენდი ნიკოლსი
მემკვიდრესტივ გალარდო

დაბადებული8 ივნისი, 1970
ტუსონი, არიზონა, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლემარკ კელი
რელიგიაიუდაიზმი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

გაბრიელ გიფორდსი დაიბადა ტუსონში, არიზონის შტატი. სპენსერ გიფორდსისა და გლორია კეის ოჯახში. მამამისი ებრაელი, კინორეჟისორ ბრიუს პელტროუს (გვინეტ პელტროუს მამა[1]) ბიძაშვილი იყო[2][3], რომელიც ნიუ-იორკში გადასახლდა XX საუკუნის 40-იან წლებში ლიტვიდან.

გაბრიელ გიფორდსი იუდაიზმის და 2001 წლიდან დადის რეფორმისტული იუდაიზმის სინაგოგაში ტუსონში[4].

დაასრულა სკიპსის კოლეჯი კალიფორნიის ქალაქ კლერმონტში 1993 წელს და კორნელის უნივერსიტეტი 1996 წელს, სადაც შეისწავლა აშშ-სა და მექსიკის ურთიერთობები. ფულბრაიტის პროგრამით მიიღო გრანტი და 1996 წელს სტაჟირებაზე გაემგზავრა ჩიუაუაში და ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

201 წლიდან 2003 წლამდე იყო არიზონის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხოლო 2003-2005 წლებში ამავე შტატის სენატის წევრი. გახდა პირველი ებრაელი ქალი, რომელიც აირჩიეს არიზონის კონგრესში (მიიღო ხმების 54 %)[5].

2006 და 2008 წელს აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 2010 წელს უკვე მესამედ.

ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაში თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო აკრიტიკებდნენ კონსერვატორი პოლიტიკოსები. მხარი დაუჭირა მოქალაქეების ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას[6]. გამოდიოდა აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით[7].

ხმა მისცა პოლსონის გეგმისა და 2009 წლის ამერიკის ეკონომიკური აღდგენისა და რეინვესტირების გეგმას[8].

2007 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა მოხსენება არიზონაში მზის ენერგიის გამოყენების შესახებ[9].

როგორც სასაზღვრო ოლქის დეპუტატი, იგი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვრის უსაფრთხოებას. გამოდიოდა ახალი საიმიგრაციო კანონის მიღების ინიციატივით[10].

მხარს უჭერდა გეებსა და ლესბოსელებს[11]. შედიოდა აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების საქმეების კომიტეტში, საგარეო საქმეთა საკითხების კომიტეტში (დასავლეთი ნახევარსფეროს ქვეკომიტეტი), მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში (ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქვეკომიტეტები)

თავდასხმა

რედაქტირება

2011 წლის 8 იანვარს საზოგადოებრივი ღონისძიების დროს ტუსონში, მასზე განხორციელდა თავდასხმა, მძიმედ დაიჭრა თავში და კრიტიკულ სიტუაციაში მიიყვანეს ტუსონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში[12]. თავდამსხმელი იყო ტუსონის მცხოვრები ჯარედ ლოფნერი, რომელსაც ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2011 წლის 10 იანვარს[13]. 2011 წლის 20 იანვარს სამი პუნქტით დაადანაშაულეს, მათ შორის გაბრიელ გიფორდის მკვლელობის მცვდელობაში[14].

2011 წლის 25 მაისს სასამართლომ აღიარა, რომ ლოფნერი შეზღუდული უნარების მატარებელი იყო და მისი გასამართლება არ შეიძლებოდა, ამიტომ იგი მისურის შტატის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. 2012 წლის იანვარში მას „პარანოიდული შიზოფრენია“ დაუდგინდა[15]. მან საკუთარი თავი აღიარა დამნაშავდ და 2012 წლის ნოემბერში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

2007 წლიდან დაოჯახებულია სამხედრო მფრინავზე, ასტონავტ მარკ კელიზე, რომელსაც ჰყავს ორი შვილი წინა ქორწინებიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Second child for Chris and Gwyneth is the baby Moses დაარქივებული 2010-01-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  2. American politician shot in the head by gunman who left six dead is cousin of Gwyneth Paltrow(ინგლისური)
  3. Giffords is 1st female Jew elected from Ariz. // «Arizona Daily Star» (газета). — 26 марта 2007.(ინგლისური).
  4. Arizona congresswoman Gabrielle Giffords shot in the head დაარქივებული 2011-01-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. Jewish woman takes Arizona seat დაარქივებული 2012-09-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  6. Arizona Democrats split on DC gun ban დაარქივებული 2011-01-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  7. Pro-Choice America[მკვდარი ბმული](ინგლისური)
  8. Stimulus bill deserved my vote დაარქივებული 2010-07-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  9. Solar Energy in Southern Arizona დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  10. Democrats call for elimination of Arizona’s new immigration law(ინგლისური)
  11. Гей-стажер мог сыграть ключевую роль в спасении расстрелянного члена Конгресса США Габриэль Гиффордс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
  12. Gabrielle Giffords Survives Surgery, Doctors 'Optimistic' დაარქივებული 2011-01-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  13. Стрелявшему в члена конгресса США предъявлено обвинение
  14. Аризонскому стрелку предъявлены обвинения
  15. „Judge: Loughner not competent to stand trial in Arizona shootings“. CNN. May 25, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2011. ციტირების თარიღი: May 25, 2011.