სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელოვანი.

გაბრიელ გელოვანი — XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი გეოგრაფი, მემუარისტი. 1737 წელს თავის აღმზრდელს, ვახტანგ VI-ის ამალის წევრს, იმერეთის მეფის ბაგრატის ასულს ნინოს გაჰყვა რუსეთში. იქ მთავარი საპოლიცმეისტერო კანცელარიის კაპიტნის ჩინს მიაღწია.

გაბრიელ გელოვანმა 1727 წელს რუსულიდან გადმოიღო გეოგრაფიის სახელმძღვანელო: „ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგრგვლისათვის“ („География или краткое земного ҝруга описание“). ეს არის მსოფლიო გეოგრაფიის წიგნის პირველი ქართული თარგმანი. გელოვანის ნაშრომი იმითაც არის საყურადღებო, რომ მას ახლავს ანდერძი, რომელიც აღწერს ვახტანგ VI-ის ამალის მგზავრობას საქართველოდან ასტრახანამდე. ანდერძი თავისი ხასიათით მემუარული ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნება და, ფაქტობრივი მასალის სიუხვესთან ერთად, საყურადღებოა უშუალობითა და გამომსახველობით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება