ბჰუტანის მეფის გვირგვინი
ყორნის გვირგვინი (ძონგკხა: དབུ་ཞྭ་བྱ་རོག་ཅན་; ვაილი: dbu-zhva bya-rog-can)[1] — ბჰუტანის მეფის ოფიციალური გვირგვინი. გვირგვინი სრულდება ყორანის თავის ფორმით.
ისტორია
რედაქტირებავანგჩუკების დინასტიამ დამოუკიდებელი ბჰუტანის სამეფო დააარსა 1907 წელს. დინასტიის პირველი მეფე - უგენ ვანგჩუკი (1862–1926) იყო ქარიზმატული პიროვნება, რომელმაც შეძლო ბჰუტანის გაერთიანება და შიდა დაპირისპირებების მოგვარება. მან თავის სიმბოლოდ აირჩია გვირგვინი ყორნის გამოსახულებით. ფრინველის რომელიც წარმოადგენდა მახაკალას (ბუდიზმის დამცველი ღმერთი), ერთ-ერთ ფორმას. ბჰუტანის მეფის გვირგვინის პირველი პროტოტიპი იყო მამამისის ჯიგმე ნამგიალის (1825–81) საბრძოლო მუზარადი, რომელსაც ის ხმარობდა როგორც შიდა ბრძოლების ასევე ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლების დროს.
დრუკ გიალპოების სია
რედაქტირებაბჰუტანის მემკვიდრეობითი მეფეები:[2]
- მისი უდიდებულესობა უგენ ვანგჩუკი (I დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე ვანგჩუკი (II დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი (III დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე სინგე ვანგჩუკი (VI დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი (V დრუკ გიალპო)
ლიტერატურა
რედაქტირება- Aris, Michael (2005). Raven Crown: The Origins of Buddhist Monarchy in Bhutan. ჩიკაგო: Serindia Publications. ISBN 978-1-932476-21-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Olschak, Blanche Christine. (1979)Ancient Bhutan: a study on early Buddhism in the Himâlayas. Swiss Foundation for Alpine Research. ციტირების თარიღი: 2011-02-12.
- ↑ Hundred years of Monarchy: A walk down the memory lane. Bhutan 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-01. ციტირების თარიღი: 2013-06-26.