ბუჩის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

სამხედრო მოქმედებები კიევის მიდამოებში
თარიღი 27 თებერვალი – 31 მარტი, 2022 (1 თვე და 4 დღე)
მდებარეობა ბუჩა, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი
  • რუსულმა ნაწილებმა 12 მარტს დაიკავეს ქალაქი[1][2]
  • 31 მარტს რუსული ძალები ქალაქიდან გავიდნენ[3] და უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს ბუჩაზე[4][5]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
რუსეთის დროშა გენადი ბაიური [6]
რუსეთის დროშა აზატბეკ ომურბეკოვი[7] (64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური)
უკრაინის დროშა ანატოლი ფედორუკი[8]
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის ეროვნული გვარდია[9]

უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის დროშა არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები

დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
მრავალი ტანკი, ჯავშანმანქანა და აღჭურვილობა
უცნობია
უკრაინის თანახმად: 412 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე[10] (იხ. ბუჩის ხოცვა-ჟლეტა)

გაეროს თანახმად: 50 დასაბუთებული მოკლული[11]

ბუჩის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბუჩის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ქალაქ ბუჩაზე კონტროლისთვის მიმდინარეობდა და წარმოადგენდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ დაეკავებინათ ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი, რათა დასავლეთიდან შემორტყმულიყვნენ კიევს და ალყაში მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[12][13] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[14] ბრძოლა 27 თებერვლიდან 31 მარტამდე გაგრძელდა და დასრულა რუსული ნაწილების უკან დახევით.

უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, ბუჩის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰოსტომელში, რუსულმა ძალებმა აიღეს ჰოსტომელის აეროპორტი (იხ. ჰოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლა) და ქალაქში საყრდენი პუნქტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტომელში უკრაინელი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ ოკუპაციას , რუსულმა ძალებმა გადაადგილება დაიწყეს სამხრეთით — ბუჩისა და ახლომდებარე ქალაქ ირპინის დასაპყრობად, რათა შემდეგ კიევი მოქციათ ალყაში.[12][13]

ბრძოლამდე, 2022 წლის 25 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში ან მის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი დაიკავეს და მაცხოვრებლები გამოყარეს, შემდეგ კი ტყისკენ უკან დაიხიეს.[15][16]

თავდაპირველი ბრძოლები

რედაქტირება

თებერვალი

რედაქტირება

27 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები ბუჩაში შევიდნენ, რითაც ქალაქისთვის ბრძოლა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ძალებში შედიოდა ტანკები, საჰაერო-სადესანტო ჯარები, საინჟინრო და ხიდის გასადები დანაყოფები და რეზერვები 36-ე საერთო-საჯარისო არმიიდან . რუსულმა არტილეიამ იერიში მიიტანა ქალაქზე და რამდენიმე სახლი, ნაგებობა და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა. მოსახლეობის განცხადებით, დაბომბვის გამო წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.[17][18] მოგვიანებით რუსეთის ჯარებმა მოახერხეს ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევა და ზოგიერთი შენაერთი მეზობელ ქალაქ ირპინისკენ დაიძრა, რითაც დაიწყო ირპინისათვის ბრძოლა .[13][18][19] ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო კადრები, სადაც ასახულია რუსული ძალების თავდასხმა ქალაქში მდგარ ავღანელი ჯარისკაცის მონუმენტზე (სამხედრო მანქანა) და იქვე გამვლელ სამოქალაქო მძღოლზე; სავარაუდოდ ისინი მოწინააღმდეგეებად ჩათვალეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.[20][21]

რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები, ასევე საჰაერო დარტყმები.[22] უკრაინის სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთმა საარტილერიო დარტყმამ გაანადგურა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც მათ „V ჯგუფად“ მოიხსენიეს (ტრანსპორტზე დატანილი ასო „V“-ის გამო), და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. .[23][24] უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს ბუჩისა და ირპინის დამაკავშირებელი ხიდი, რათა ირპინში კიდევ უფრო მეტ რუსულ სახმელეთო ძალას არ შეეღწია.[21]

უკრაინელი თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის მიხედვით, ბრძოლას ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ რუსულ ჯავშანმანქანებსა და მედესანტეებს. ანტონ ჰერაშჩენკომ იტყობინებოდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თავს დაესხნენ 30 ჯავშანტექნიკისგან შემდგარ რუსულ კოლონას და მათგან ერთს ან ორს ცეცხლი წაუკიდეს.[22][25][26]

დღის გარკვეულ მომენტში უკრაინის ხელისუფლებამ ბუჩის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არ ჩამსხდარიყვნენ ავტობუსებში, რომლებიც მოქალაქეების ვითომ „ევაკუაციას“ ახდენდნენ, რადგან ოფიციალურ უწყებებს ევაკუაცია არ დაუწყია. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს რუსული ძალების მიერ გამოყენებული ხრიკი იყო; ისინი ცდილობდნენ სავსე ავტობუსების უკან, კიევისკენ გაგზავნას და მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას.[27][28] ანალოგიური გაფრთხილება იმავე დღეს დაფიქსირდა ირპინშიც.[29]

28 თებერვალს უკრაინული ძალები შეებრძოლნენ და გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკა. ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახული იყი კვამლამოსული ნამსხვრევები. მისი თქმით, თავდასხმას უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ მოჰყოლია.[30]

1 მარტისთვის ბრძოლა გარკვეულწილად ჩაცხრა, მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა შეძლეს ქუჩებში გასვლა და განადგურებული ან მიტოვებული რუსული მანქანებისა და აღჭურვილობის გადაღება. ეს ფოტოები უკრაინული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომელთაგან ზოგიერთმა ბუჩას განადგურებული რუსული ტექნიკის „სასაფლაო“ უწოდა.[31][32][33][34]

2 მარტს უკრაინულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა დაიწყეს.[35]

 
სოფელი ჩაიკი (ბუჩის რაიონი) რუსული თავდასხმის შემდეგ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჭურვი მოხვდა სათავსოს, სადაც სამონტაჟო ქაფი იწარმოებოდა და ინახებოდა, რის შემდეგაც დაიწყო 10 000 მ²-ის ფართობის საწყობისა და 8-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის ხანძარი.

3 მარტს კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბუჩისა და ირპინისკენ მიემართებოდა ჰუმანიტარული დახმარება და ორივე ქალაქიდან იწყებოდა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, 1500-ზე მეტი ქალი და ბავშვი მატარებლით გამოიყვანეს, ხოლო 250-ზე მეტი — ავტობუსით.[36][37] თუმცა, ამ ევაკუაციას ართულებდა ზოგიერთ მარშრუტზე სარკინიგზო ლიანდაგების განადგურება და უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები.[38]

უკრაინის სახმელეთო ჯარების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩა „გათავისუფლდა“; სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები საკრებულოს შენობასთან უკრაინის დროშას აღმართავენ.[39][40][41][42] გარდა ამისა, უკრაინის საავარიო ბრიგადებმა ქალაქში ელექტროენერგია აღადგინეს.[39][40] რუსული ძალები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას ქალაქის შიგნით, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა შეძლეს მათი მოგერიება და ქალაქის გარეუბნებამდე გაყარეს ისინი.[43][44]

4 მარტს ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩებოდა; რუსულ ძალებს თავდაცვის ხაზზე სასინჯი იერიშები მიჰქონდა.[45] 2022 წლის 5 მარტს რუსებმა განაგრძეს შეტევა, მაგრამ დამცველები მუდმივად იგერიებდნენ მათ.[46]

2022 წლის 6 მარტს რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ქალაქის დაბომბვა, რის შედეგადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საკრებულოს ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები სარდაფებს აფარებდნენ თავს, მუდმივი საარტილერიო დაბომბვის გამო ქალაქი ვერ იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას.[47][48] უკრაინული თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის მიხედვით, 5 მარტს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ბუჩა და ჰოსტომელი. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის დაჭრილ ბავშვებს, ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდნენ.[49] 6 მარტს საევაკუაციო გზაზე გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაიჭრა მრავალი, მათ შორის ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი.[50] რუსულ ოკუპაციაში მოყოლილ მოქალაქეებს არ ჰქონდათ საკვებთან, წყალთან, ბუნებრივ აირთან და ელექტროენერგიასთან წვდომა და ქალაქიდან გაქცევის მცდელობის გამო მოკლული მშვიდობიანი მაცხოვრებლების მკვლელობის მოწმენი გახდნენ.[51]

შემდგომ დღეებში ბუჩაში შეტაკებები გაგრძელდა. 7 მარტს ქალაქში აფეთქდა ბოჭკოვანი მინის ინსტიტუტი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიტუაცია „ჰუმანიტარულ კატასტროფად“ გამოაცხადა.[52] ბუჩის მერის 8 მარტის ცნობით, ღამით ქალაქი კვლავ დაიბომბა. მისი თქმით, ბუჩა „საალყო მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. უკრაინელები ცდილობდნენ და შეძლეს კიდეც ოკუპანტების ქალაქიდან გაყრა, მაგრამ მეორე დღეს ისევ შემოვიდნენ. ისინი ქალაქის ძირითად ქუჩებს აკონტროლებდნენ. [53] გაძლიერდა სროლები და მოსახლეობას არ ჰქონდა სახლების დატოვების საშუალება. ფედორუკის შეფასებით, ქალაქი „რუსული ჯარის ტყვეობაში“ იყო.[54][55][56] სხვა გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსულმა ძალებმა მოსახლეობას შეზღუდული დროით ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს, რათა ქუჩებიდან აეკრიფათ დაღუპულთა გვამები ან ეზოში საჭმელი მოემზადებინათ. მოქალაქეებს არ ჰქონდათ ელექტროენერგიასთან წვდომა, რადგან რუსები მიერ ქალაქის ქვესადგურს აკონტროლებდნენ.[57] ბუჩის ხელისუფლების მიერ 9 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდებოდა კიევისაკენ მოსახლეობის ევაკუაცია,[58] თუმცა რუსების მხრიდან უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.[59] ევაკუაცია დაანონსდა 10 მარტსაც.[60] კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შეფასებით, ბუჩაში სიტუაცია ბრძოლებისა და ევაკუაციის ფონზე „დაძაბული“ იყო.[61]

12 მარტს საქალაქო რადამ გამოაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად რუსულ ძალებს ეკავათ. მათი ცნობით, მოწინააღმდეგე მოქალაქეებს სახლების დატოვების უფლებას არ აძლევდა და ზოგჯერ მათი მიმართულებითაც ისროდა.[1] ქალაქის დაკავების მიუხედავად, ზოგიერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონით შეძლო ქალაქიდან გასვლა.[62]

რუსეთის კონტროლის ქვეშ

რედაქტირება

13 მარტს ბუჩის მაცხოვრებლებმა ეკლესიათან ახლოს ძმათა სასაფლაოზე 67 ადამიანი დამარხეს. ისინი რუსულ არტილერიას ემსხვერპლნენ, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა.[2][63][64] მოგვიანებით ქალაქში შენიშნეს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ.[65]

15 მარტს რუსულმა ჯარებმა მერიის შენობის დაკავება დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს თანამშრომლები და მოხალისეები. მომდევნო დღეს ისინი გაათავისუფლეს.[66] უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ გზებსა და გარაჟებში დაყენებული მიტოვებული რუსული ჯავშანტექნიკა.[67][68]

16 მარტს, უკრაინული ძალების მონაცემებით, მათ კონტრშეტევები განახორციელეს კიევის გარშემო და მათ შორის ბუჩაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე.[69]

22 მარტს კიევის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ ბუჩა და ჰოსტომელი ამ მომენტისთვის რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და უკრაინელთა შეტევითი მოქმედებები აქ ჯერჯერობით შეუძლებელი იყო. უკრაინული ძალების მთავარ დავალებას წარმოადგენდა მოწინააღმდეგისათვის არ მიეცა მდინარე ირპინის გადალახვის შესაძლებლობა.[70]

უკრაინელთა მიერ კონტროლის აღდგენა

რედაქტირება
 
უკრაინის პოლიციის შესვლა ბუჩაში, 2 აპრილი.

29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით საბრძოლო აქტივობას შეამცირებდნენ.[71] 31 მარტისთვის, ამ მიმართულებიდან რუსების საერთო გასვლის ფონზე უკრაინული ძალები ბუჩაში შევიდნენ და მწვავე ბრძოლებში ჩაებნენ ადგილზე მყოფ მოწინააღმდეგესთან.[3] მომდევნო დღეს კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად დაიბრუნეს. მისი სიტყვებით, რუსული ძალები უკან დახევას ცდილობდნენ, ხოლო უკრაინელები შეტევას აგრძელებდნენ. ბრძოლები გრძელდებოდა ბუჩის ჩრდილოეთით და ჰოსტომელ-ბუჩა-ვორზელის მიმართულებაზე.[4] ამავდროულად მერის — ანატოლი ფედორუკისა და ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქი მთლიანად გათავისუფლდა.[72][5]

სამხედრო დანაშაულები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 КАЛАТУР, АНАСТАСИЯ (12 მარტი, 2022). „Напуганы и деморализованы: депутат из Бучи рассказала о моральном состоянии захватчиков города“. Pravda.com (რუსული). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „Mass graves in Ukraine: Battered cities are digging makeshift burial sites“. BBC News. 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
    „Mass graves return in war-torn cities“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „Ukrainian Troops Push Forward as Russian Forces Regroup and Give Back Control of Chernobyl“. The Wall Street Journal (ინგლისური). 31 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-14. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „Павлюк: на Київщині від військ РФ звільнені Броварський район і більша частина Бучанського“. Радіо Свобода (უკრაინული). 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, APRIL 1 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Oleksandra Vagner. As Evidence Of War Crimes In Bucha Mounts, A Hunt For Russian Military Units. Radio Free Europe (6 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022
  7. Cole, Brendan (6 აპრილი, 2022). „Who is Azatbek Omurbekov? Commander believed to be behind Bucha killings“. Newsweek (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „Mayor of Bucha on slain civilians: We ‘get the impression’ Russian troops had ‘green light from Putin’“. MSN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. 'Sent As Cannon Fodder': Locals Confront Russian Governor Over 'Deceived' Soldiers In Ukraine“. Radio Free Europe/Radio Liberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. „Ukraine war latest news: Railway strikes targeted arms supply routes - Russia“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. „United Nations Documented 50 "Unlawful' Killings In Bucha Amid War“. NDTV.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. 12.0 12.1 „Latest Military Situation in Ukraine, 27 თებერვალი, 2022 (Map Update)“. Islamic World News. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. 13.0 13.1 13.2 Clark, Mason; Barros, George; Stepanenko, Kateryna (27 თებერვალი, 2022). „Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 27, 2022“. Critical Threats. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. „Буча, Ірпінь, Гостомель: Кулеба назвав найнебезпечніші місця Київської області“. Depo Kyiv. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. Горбач, Наталия (25 თებერვალი, 2022). "Повыбрасывали людей из квартир": Очевидец о том, что происходит в Буче и Гостомеле“. depo kyiv. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Вырывали замки и стучали в двери: Силовики РФ захватили ЖК в Буче, после чего сбежали в лес“. antikor. 25 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-05. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „Немає води та зв'язку: жителі Бучі розповіли про ситуацію у місті після обстрілів“. TCH. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. 18.0 18.1 „У Бучі під Києвом тривають бої, колона ворога проривається до столиці (відео)“. Konkurent. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. Орлова, Віолетта (27 თებერვალი, 2022). „Бої за Ірпінь, Бучу, та Гостомель: що відбувається в цих населених пунктах на Київщині“. unian. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. Лисичкіна, Любава (27 თებერვალი, 2022). „Буча є Буча. Як російські окупанти вступили в бій з пам’ятником афганцям“. Big Kyiv. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. 21.0 21.1 Горбач, Наталія (27 თებერვალი, 2022). „Колона окупантів заблокована: ЗСУ підірвали міст між Бучею та Ірпенем (ВІДЕО)“. Depo Kyiv. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. 22.0 22.1 „Advisor to the President of Ukraine: Russian invaders broke through into Bucha, Irpin, and Hostomil, their advance was stopped“. pravda. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  23. Davidovich, Joshua (27 თებერვალი, 2022). „Ukraine says it destroyed Russian military convoy outside of Kyiv“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. „Russian invasion update: Artillery destroys Russia’s Group V in Kyiv region“. Ukrinform. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. Черенкова, Інна (27 თებერვალი, 2022). „Жители Бучи закидали коктейлями Молотова колонну российской бронетехники, - ВИДЕО“. 44. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „Мешканці Бучі спалили коктейлями Молотова два російських БМД — Арестович“. HB. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. „Данилов – жителям Бучи: Не садитесь в автобусы для "эвакуации", это подвох россиян для входа в Киев, чтобы пустить их перед собой“. censor.net. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  28. „Окупанти хочуть використати дітей та жінок з Бучі як «живий щит»“. Ukrinform. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. "Не сідайте в автобуси до ворога": міський голова попередив населення про провокацію окупантів в Ірпені та Бучі“. TCH. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. Ворона, Галина (28 თებერვალი, 2022). „У Бучі знищили колону ворожої техніки – відео від мера Федорука“. Big Kyiv. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  31. „Сожженная российская техника, одежда, армейский паек. Появились новые фото и видео из Бучи“. HB. 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. „Разбитая техника российских оккупантов на улицах Бучи. ВИДЕО+ФОТОрепортаж“. censor.net. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  33. „Фото: Буча перетворилася на кладовище знищеної техніки агресора“. UA. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „Улица в Буче превратилась в "кладбище" для уничтоженной вражеской техники РФ“. Antikor. 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. Орлова, Віолетта (2 მარტი, 2022). „Київ відправив гуманітарну допомогу в місто Буча на підступах столиці“. Unian. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  36. „ІРПІНЬ ТА БУЧА – УКРАЇНСЬКІ!“. КИЇВСЬКА ОБЛАСНА ДЕРЖАВНА АДМІНІСТРАЦІЯ. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  37. БАЛАЧУК, ІРИНА (3 მარტი, 2022). „З Ірпеня і Бучі вивезли понад 1,5 тисячі жінок і дітей, з Фастівщини – ще 500“. Pravda. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  38. „Буча, Ірпінь, Гостомель і Ворзель: що відбувається в найгарячіших точках Київщини“. Ukrinform. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  39. 39.0 39.1 „В Буче не только подняли флаг, но и восстановили электроэнергию“. 24tv. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  40. 40.0 40.1 Ворона, Галина (3 მარტი, 2022). „Важлива перемога! Бучу звільнили від окупантів“. Big Kyiv. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  41. „Буча – наша! ЗСУ підняли український прапор у місті (відео)“. Segodnya. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  42. Барабан, Анна (3 მარტი, 2022). „Еще один украинский город освобожден от российских нацистов: видео“. Telegraf. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  43. РОЩИНА, ЕЛЕНА (3 მარტი, 2022). „Бои поблизости Бучи не утихают 4 часа, вышли кадыровцы – мэр“. Pravda. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. „Снова было горячо в Буче, Гостомеле и Ирпене: оккупанты безуспешно пытались прорвать оборону“. 24tv. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  45. „Місто Буча залишається українським - мер“. Ukrinform. 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  46. „Появилось видео боев в Буче под Киевом с высоты птичьего полета“. 24tv. 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. БАЛАЧУК, ИРИНА (6 მარტი, 2022). „Враг беспощадно обстреливает Бучу, убивает даже детей, город в осаде – городской совет“. Pravda. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  48. „Буча в осаде: российские войска обстреливают жилые кварталы, город просит помощи“. RBC. 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  49. Tim Lister; Josh Pennington; Julia Hollingsworth; Radina Gigova (6 მარტი, 2022). „Fears grow for safety of civilians fleeing Ukrainian cities after deadly explosion at checkpoint“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  50. Victor I. Nava (7 მარტი, 2022). „Ukraine denounces Russian operated 'humanitarian corridors' amid reports it violated previous ceasefire“. The Washington Examiner (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  51. „Поранені діти в підвалах: хто чекає на зелений коридор з Бучі, Ірпеня, Бородянки“. Радіо Свобода (უკრაინული). 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  52. Охрименко, Ольга (8 მარტი, 2022). „Буча в огне: оккупанты разрешили убрать с улиц трупы погибших горожан, вопрос с «зеленым коридором» не решен“. Факты (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-09. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  53. РОДИВИЛОВ, АРТУР (8 მარტი, 2022). „Вражеский артобстрел ночью: мэр Бучи рассказал о ситуации в городе“. РБК-Украина (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  54. КАЛАТУР, АНАСТАСИЯ (8 მარტი, 2022). „Мэр Бучи рассказал об ужасной ситуации в городе“. Правда (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  55. „Буча снова была под массированным артобстрелом“. ТВ 24 (რუსული). 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  56. „Заложники российских оккупантов: Буча под Киевом фактически находится в осадном положении“. TCH (რუსული). 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  57. „Буча в огне: оккупанты разрешили убрать с улиц трупы погибших горожан, вопрос с "зеленым коридором" не решен“. Ukrainenews.fakty (რუსული). 8 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-09. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  58. КИЗИЛОВ, ЕВГЕНИЙ (9 მარტი, 2022). „Из Бучи и Ворзеля проводят первую эвакуацию“. Украинская правда (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  59. „Эвакуация из Бучи и Гостомеля окончательно сорвана – мэрия“. Слово и Дело (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  60. Хмельницкая, Вера (10 მარტი, 2022). „Только женщины и дети: 10 марта будет проводиться эвакуация из Бучи в Киев“. ТСН.ua (რუსული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  61. „Житомирська траса, Буча, Ірпінь, Макарів - найнебезпечніші напрямки Київщини“. Ukrinform (უკრაინული). 10 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  62. „Сумы, Буча, Гостомель: в Украине 12 марта идет эвакуация мирных жителей. ВИДЕО“. Censor.net (რუსული). 12 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  63. „У Бучі поховали в братській могилі людей, які загинули внаслідок обстрілу окупантів“. nv.ua (უკრაინული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  64. „В Буче в братской могиле похоронили 67 мирных жителей“. TCH (რუსული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  65. „Они жили хорошо, не чета нам: под Киевом оккупанты задерживают мирных жителей и хвастаются мародерствами (перехваченный разговор)“. TCH (რუსული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  66. „Occupiers release volunteers previously captured in Bucha – city council“. Interfax-Ukraine (ინგლისური). 16 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  67. Тимченко, Олег (15 მარტი, 2022). „В Буче оккупанты прячут бронетехнику во дворах местных жителей. Видео“. Обозреватель (რუსული). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  68. „У КОЖНОМУ ДВОРІ – БРОНЕМОТЛОХ ОКУПАНТІВ: У МЕРЕЖІ ПОКАЗАЛИ, ЯКИЙ ВИГЛЯД МАЄ БУЧА – ВІДЕО“. 5.ua (უკრაინული). 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  69. Alan Cullison; Isabel Coles; Yaroslav Trofimov (16 მარტი, 2022). „Ukraine Mounts Counteroffensive to Drive Russians Back From Kyiv, Key Cities“. The Wall Street Journal (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  70. „Буча и Гостомель под контролем РФ. ВСУ дали задачу не дать врагу перейти реку Ирпень и пойти на Киев“. strana.today (რუსული). ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  71. „Russia says it will sharply cut military activity near Kyiv, Chernihiv“ (ინგლისური). Reuters. 29 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  72. „Kyiv satellite town Bucha recaptured by Ukraine, mayor says“ (ინგლისური). Yahoo!. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)