ბუჩის ხოცვა-ჟლეტა ― სავარაუდო სამხედრო დანაშაულების სერია, ჩადენილი რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩისთვის ბრძოლის დროს, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, მოკლულია ქალაქის 300-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

ბუჩის ხოცვა-ჟლეტა

ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები
მდებარეობა ბუჩა
თარიღი 27 თებერვალი – 31 მარტი, 2022
სამიზნე უკრაინელი სამოქალაქო პირები
დაღუპულები 300+[1][2]
ორგანიზატორები რუსეთის შეიარაღებული ძალები[3][4]

ფონი რედაქტირება

  გარე სურათები
  სამოქალაქო პირების, მათ შორის, სოფლის გამგებლის ოლჰა სუხენკოს და მისი ოჯახის, საერთო სასაფლაო მოტიჟინში. დაკრძალულთაგან ზოგს ხელები აქვს შეკრული.[5]
  რუსი სამხედროების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების ცხედრები ბუჩას ქუჩებში[6]
  ცხედარი მამაკაცისა, რომელიც აწამეს და თხრილში ჩააგდეს[7]
  ექვსი ცხედარი გზაჯვარედინთან, ერთ-ერთი ველოსიპედით

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფარგლებში რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ბელარუსის სამხრეთი საზღვრები გადაკვეთეს. მათი ერთ-ერთი პირველი მოქმედება იყო შეტევა უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით, რაშიც მონაწილეობდა სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებების უზარმაზარი კოლონა და რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ქალაქის მოწყვეტას ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან და უკრაინის ხელისუფლების დამხობას.

2022 წლის მარტში რუსეთის მოწინავე ძალები ქალაქ ბუჩაში შევიდნენ, რის შედეგადაც ბუჩა გახდა კიევის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთი პირველი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსებმა დაიკავეს.

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბუჩის მერი ოკუპაციის დროსაც აგრძელებდა მოვალეობის შესრულებას. იგი არ მოუკლავთ და არ გაუტაციათ.[8]

მარტის ბოლოს, კიევიდან რუსული ძალების უკანდახევამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინელ სამართალდამცავებს შეგროვებული ჰქონდათ სამხილები სავარაუდო სამხედრო დანაშაულის 2,500 შემთხვევის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის დროს და გამოვლენილი ჰყავდათ „რამდენიმე ასეული ეჭვმიტანილი“.[9]

კიევიდან რუსული ძალების ზოგადი უკანდახევის ფარგლებში და აგრეთვე, უკრაინული სამხედრო ძალების მხრიდან შეტევების შედეგად, ბუჩაში მყოფმა რუსულმა ძალებმა ჩრდილოეთის მიმართულებით დაიხიეს. 1 აპრილს ქალაქში უკრაინული ძალები შევიდნენ.[10]

ხოცვა-ჟლეტის სამხილები რედაქტირება

სოციალური ქსელებში 2 აპრილს გავრცელებული თავდაპირველი ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი მას შემდეგ, რაც იგი რუსულმა ძალებმა დატოვეს,[11] აჩვენებდა მასიურ სამოქალაქო მსხვერპლს. გაჩნდა სამხილები რუსული მხარის მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების შესახებ ქალაქის ოკუპაციის დროს. The Times-ის და The Washington Post-ის მიხედვით, 18 მამაკაცის, ქალის და ბავშვის დასახიჩრებული გვამები სარდაფში იპოვეს. ცხედრებს ეტყობოდა წამების კვალი: მოჭრილი ყურები და ამოძრობილი კბილები. მოკლულ სამოქალაქოთა გვამები დატოვებული იყო გზაზეც.[11][12]

ქალაქის მერმა და მაცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ სამოქალაქოები რუსი სამხედროების მიერ იყვნენ მოკლული. მსხვრპლთა დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ყოველდღიური საქმიანობის დროს მოკლეს, ზოგიერთ მათგანს სავაჭრო ჩანთებიც ჰქონდა თან.[13] ფოტო-ვიდეო მასალაზე ნაჩვენები იყო სამოქალაქოები შეკრული ხელებით და გარდაცვლილი მამაკაცი ველოსიპედთან. მოკლული სამოქალაქო პირები აღმოაჩინეს ქალაქში შესულმა ჟურნალისტებმაც.[14] CNN-მა,[15] BBC-მ,[16] AFP-მ,[17] და Bild-მა[18] გაავრცელეს ვიდეო დოკუმენტაცია, რომელზეც ასახულია სამოქალაქოთა ცხედრები ქუჩაში და ეზოებში, ზოგიერთ მათგანს კი შეკრული აქვს ხელები და ფეხები.

ბუჩის მერმა, ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ სულ მცირე 280 ადამიანის საერთო საფლავში დაკრძალვა გახდა საჭირო.[10][8][19][14] კიდევ ერთ საერთო საფლავში ქალაქის მაცხოვრებლებმა 57 ადამიანი დაკრძალეს.[10]

სამოქალაქო პირების თქმით, გადარჩენილთა დიდი ნაწილი რუსებს სარდაფებში ემალებოდა და შიშის გამო გარეთ არ გამოდიოდა. ზოგ მათგანს კვირების განმავლობაში არ გააჩნდა შუქი და ელექტროენერგია, ხოლო წყლის გასაცხელებლად და საჭმლის მოსამზადებლად სანთლებს იყენებდნენ. ისინი სამალავებიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც დარწმუნდნენ, რომ რუსები ქალაქიდან გასული იყვნენ და უკრაინელი სამხედროების მოსვლას სიხარულით შეხვდნენ.[13]

სამხილები მიუთითებს, რომ რუსებმა გამოარჩიეს და ორგანიზებულად დახოცეს უკრაინელი მამაკაცები, რადგან ზურგსუკან ხელებშეკრული გვამების უმეტესობა სწორედ მამაკაცი სამოქალაქო პირებისაა.[10] 2 აპრილს სააგენტო „ფრანს-პრესის“ რეპორტიორმა განაცხადა, რომ ბუჩის ქუჩებში სულ მცირე ოცი სამოქალაქო პირის გვამი ნახა, ორ მათგანს კი ხელები შეკრული ჰქონდა, რაც გამიზნულ სიკვდილით დასჯაზე მიუთითებს.[8] ფედორუკის განცხადებით, ყველა ასეთ გვამს კეფაში ნასროლი ჭრილობა აქვს.[14] Human Rights Watch-ის სპიკერის განცხადებით, ორგანიზაციამ 4 მარტს დაადასტურა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი გამიზნული სიკვდილით დასჯის „უტყუარი შემთხვევები“.[10][20]

The Kyiv Independent-მა ასევე გამოაქვეყნა ფოტომასალა და ინფორმაცია ერთი მამაკაცის და ორი ან სამი შიშველი ქალის გვამების შესახებ, რომლებიც გზის პირას, საბნის ქვეშ იყო მოთავსებული და რომელთა დაწვაც რუსმა სამხედროებმა ქალაქის დატოვების წინ სცადეს.[10] The Guardian-მა მოიყვანა თვითმხილველთა მონათხრობი, რომლის მიხედვითაც რუსმა სამხედროებმა ძალის გამოყენებით სამხედრო მანქანებზე დასვეს უკრაინელი ბავშვები და მათ გადაადგილებისას ცოცხალ ფარად იყენებდნენ.[21] 5 მარტს, დაახლოებით 7 საათსა და 15 წუთზე, რუსმა სამხედროებმა შენიშნეს ორი სამოქალაქო მანქანა, რომელიც ჩკალოვას ქუჩაზე შედიოდა. მანქანებში მოთავსებული იყო ორი ოჯახი, რომელიც ქალაქიდან გაქცევას ცდილობდა. რუსებმა მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მეორე მანქანაში მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. წინა მანქანას ტყვიამფრქვევის ცეცხლი მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ორი ბავშვი და მათი დედა.[22]

რუსული ძალების გასვლის შემდეგ Human Rights Watch-თან საუბრისას ქალაქის მაცხოვრებლებმა აღწერეს მოკლეხნიანი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მოპყრობა ადგილობრივების მიმართ: ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ, აწარმოებდნენ ხალხის დაკითხვას, ანადგურებდნენ ან იტაცებდნენ მათ ნივთებს, მათ შორის, ტანსაცმელს, რომელსაც თავად იცმევდნენ.[23] ესროდნენ სახლიდან წყლის ან საკვებისთვის გამოსულ სამოქალაქო პირებს და მათ სახლში დაბრუნებას აიძულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განადგურების გამო სახლებში არ იყო ელემენტარული პირობებიც კი, მათ შორის, წყალი და გათბობა. რუსული ჯავშანტექნიკა განურჩევლად ესროდა ქალაქში არსებულ შენობებს. რუსები არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას დაშავებულ სამოქალაქოებს. ადგილობრივებისთვის გათხარეს საერთო სასაფლაო, ხოლო რუსი სამხედროები ხშირად მიმართავდნენ უკანონო სიკვდილით დასჯას.[23]

4 მარტს რუსმა სამხედროებმა მოკლეს სამი უიარაღო უკრაინელი სამოქალაქო პირი, რომლებსაც ძაღლების თავშესაფარში ცხოველებისთვის საკვები მიჰქონდათ.[24]

გამოძიება რედაქტირება

ეროვნული რედაქტირება

უკრაინის ეროვნული პოლიცია იძიებს ბუჩაში მომხდარ მოვლენებს. დანაშაულის ადგილად ითვლება მთლიანი რაიონი.[25]

საერთაშორისო რედაქტირება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოსგან მოითხოვა გამოძიების ჩატარება ბუჩისა და კიევის გარშემო გათავისუფლებულ სხვა ადგილებში. საგარეო საქმეთა მინისტმა, დმიტრო კულებამ სამხილების შეგროვებისკენ მოუწოდა სხვა საერთაშორისო ჯგუფებსაც.[26]

გამოხმაურება რედაქტირება

  გარე ვიდეოფაილები
  უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების ძალები ქალაქ ბუჩას წმენდენ, ვიდეოს ავტორი უკრაინის ეროვნული პოლიცია

ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივესიტეტის პროფესორმა, დევიდ დეროშმა Al Jazeera-სთან საუბარში განაცხადა, რომ სამოქალაქო პირების წინასწარგანზრახვით მკვლელობა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.[19][22]

Bild-თან ინტერვიუში კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ „ბუჩაში და კიევის სხვა გარეუბნებში მომხდარს მხოლოდ გენოციდი შეიძლება ეწოდოს“ და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.[27]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც უარყოფილია ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების მიზანში ამოღების შესახებ. განცხადების მიხედვით, ხოცვა-ჟლეტის დაფარვა რუსი სამხედროების მხრიდან შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო საერთო სამარხები, სინამდვილეში, უკრაინული საჰაერო შეტევების შედეგად დაღუპულებით იყო სავსე. სამინისტრო, ასევე, განიხილავდა ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბუჩაში მოკლული სამოქალაქო პირები იყო ნაჩვენები და აცხადებდა, რომ ცხედრები მოძრაობდნენ. ეს არგუმენტი BBC-ს მოსკოვის განყოფილებამ გამოიკვლია და დაასკვნა, რომ არავითარი სამხილი არ არსებობს, რომელიც ვიდეომასალის სიყალბეზე მიუთითებს.[28]

რეაქციები რედაქტირება

ორგანიზაციები რედაქტირება

  •   ევროკავშირი
    • ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ იგი „შოკირებულია რუსეთის არმიის მიერ კიევში ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემაძრწუნებელი სურათებით“ და პირობა დადო, რომ ევროკავშირი დაეხმარება უკრაინას და უფლებადამცველ ჯგუფებს სამხილების შეგროვებაში საერთაშორისო სასამართლოებში გამოყენების მიზნით.[29]
    • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: „შეძრწუნებული ვარ ამბებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებიდან, რომლებსაც რუსები ტოვებენ. დაუყოვნებლივ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირები პასუხს აგებენ.“[30]
    • რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: „შეძრწუნებული ვარ რუსული არმიის სისასტიკით ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის ომის მწარე რეალობა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, თუ რა ხდება. უნდა გატარდეს უფრო მკაცრი სანქციები. დამნაშავეები და მათი მეთაურები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.“
    • ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში: „ვულოცავ უკრაინას კიევის რეგიონის უდიდესი ნაწილის გათავისუფლებას. შოკირებული ვარ ამბებით რუსული ძალების მეირ ჩადენილი სისასტიკის შესახებ. ევროკავშირი ეხმარება უკრაინას სამხედრო დანაშაულებათა დოკუმენტირებაში. ყველა საქმე უნდა იქნას გამოძიებული, სახელდობრ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას. უკრ. Слава Україні!"[31]

სახელმწიფოები რედაქტირება

  •   ესტონეთი – ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბუჩის სურათები საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს გვაგონებს და ისაუბრა დეტალების შეგროვების და დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარდგომის აუცილებლობის შესახებ. „ეს ბრძოლის ველი არაა, ეს დანაშაულის ადგილია“, დასძინა მან.[32]
  •   საფრანგეთისაფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბუჩის სურათები „აუტანელია“ და რომ იგი თანაუგრძნობს მსხვერპლ სამოქალაქოებს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს. მან, ასევე, თქვა, რომ „რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხს აგებენ ამ დანაშაულისთვის“.[33]
  •   გერმანია – გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა ბუჩის მოვლენებს „გაუმართლებელი“ და „საშინელი სამხედრო დანაშაული“ უწოდა.[29]
  •   ისრაელი – ირაელის ელჩმა უკრაინაში მოვლენებს სამხედრო დანაშაული უწოდა.[34] მოვლენები მკაცრად დაგმო და იგივე ტერმინი გამოიყენა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში ისრაელის მხრიდან პირველი შემთხვევა იყო.[35]
  •   იტალია – იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ბუჩის სურათები „გამაოგნებელია“ და რომ „რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარზე პასუხი უნდა აგონ“. მან, ასევე, გამოხატა იტალიის სრული სოლიდარობა უკრაინის და მისი მოქალაქეების მიმართ.[36]
  •   მოლდოვა – მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოვლენებს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ უწოდა და 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელების სახსოვრად.[37][38]
  •   ნიდერლანდები – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტემ დაწერა, რომ იგი „შოკირებულია“ ამბებით „საშინელი დანაშაულის“ შესახებ იმ ადგილებში, რომლებიდანაც რუსეთმა უკან დაიხია. მან დასძინა, რომ ყველაფერი უნდა იქნას „გამოძიებული“ და რომ ნიდერლანდები და მისი პარტნიორები „არ მოისვენებენ“, ვიდრე „სამხედრო დამნაშავეები“ პასუხისგებაში არ მიეცემიან.[39][40]
  •   პოლონეთი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს უკრაინას რუსული არმიის მიერ კიევის გარშემო ჩადენილი ქმედებების გამოძიებაში მას შემდეგ, რაც ბუჩაში აღმოჩენილი ცხედრების შესახებ ინფორმაციამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. „კიევის გათავისუფლებამ გამოავლინა ბარბაროსული სისასტიკე, რომელიც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს“, განაცხადა ტვიტერზე ზბიგნევ რაუმ, რომელიც წელს ეუთოს თავმჯდომარეცაა.[41]
  •   რუმინეთი – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ დაგმო ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე და განაცხადა, რომ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.[42]
  •   საქართველო – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის რაც ხდება ბუჩაში წარმოადგენს „დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ“, რომელიც „არასოდეს იქნება დავიწყებული“.[43]
  •   სლოვაკეთი – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ბუჩის ხოცვა-ჟლეტა „ყოფილი იუგოსლავიის ომის აპოკალიფსს“ შეადარა და აღნიშნა, რომ „რუსი ჯარისკაცების ბარბაროსული ქცევა შოკისმომგვრელია და იგი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაისჯება“.[44]
  •   უკრაინა – უკრაინის მთავრობამ დაგმო ბუჩის მოვლენები, როგორც უდანაშაულო სამოქალაქო პირების მკვლელობა, რამდენადაც ყველა გარდაცვლილი სამოქალაქო ტანსაცმელში და შეუიარაღებელი იყო. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ისინი აგროვებენ სამხილებს სამხედრო დანაშაულების შესახებ, რაც ბუჩის მოვლენებსაც მოიცავს.[45]
  •   გაერთიანებული სამეფოლიზ ტრასმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, განაცხადა, რომ იგი „შეძრწუნებულია სისასტიკით ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში“ და რომ „ამბები რუსული ძალების მიერ სამოქალაქო პირების მიზანში ამოღების შესახებ საშინელია“. მან, ასევე, განაცხადა, რომ დამნაშევეები პასუხს აგებენ.[45]
  •   აშშ – სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსული სამხედრო დანაშაულის სულ უფრო მრავალრიცხოვანი სამხილები „მკერდში მუშტის დარტყმას“ შეადარა და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს ამ სისასტიკის დოკუმენტირებას და დამნაშავეებს პასუხს აგებინებს.[46]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ukraine Says Killing of Civilians in Bucha a 'Deliberate Massacre' (3 April 2022).
  2. „Ukraine crisis: 67 civilians killed, buried in mass grave“. The Siasat Daily. 13 March 2022.
  3. https://www.ndtv.com/world-news/russia-denies-killing-civilians-in-bucha-staged-performance-by-ukraine-2860530
  4. https://www.timesofisrael.com/russia-denies-killings-in-bucha-says-images-of-bodies-another-production-by-kyiv/
  5. ‘They were all shot’: Russia accused of war crimes as Bucha reveals horror of invasion en (2022-04-03). ციტირების თარიღი: 2022-04-03
  6. ERR, Александр Крюков |. (2 April 2022) Правительство отменило масочный режим в Эстонии с 3 апреля.
  7. Массовые пытки, казни и изнасилования детей: российские оккупанты устроили геноцид в Буче (фото).
  8. 8.0 8.1 8.2 Almost 300 people buried in “mass grave” in Bucha, dozens of bodies found in the streets en. ციტირების თარიღი: 2022-04-03
  9. Farmer, Ben; Kozyreva, Tanya; Townsley, Simon (2022-03-30). „I'm building 2,500 war crimes cases against Vladimir Putin's invasion, says Ukraine's chief prosecutor“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2022-04-02.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Rudenko, Olga. (2022-04-02) Hundreds of murdered civilians discovered as Russians withdraw from towns near Kyiv (GRAPHIC IMAGES) en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-03
  11. 11.0 11.1 Stern, David (3 April 2022). „Bodies and Rubble in the streets of Bucha following Russian retreat“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  12. Ukraine, Louise Callaghan, Zabuchchya. „Bodies of mutilated children among horrors the Russians left behind“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  13. 13.0 13.1 Gardner, Simon; Bensemra, Zohra; Boumzar, Abdelaziz (2022-04-02). „Russian retreat leaves trail of dead civilians in Bucha, a town near Kyiv“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  14. 14.0 14.1 14.2 „War in Ukraine: Street in Bucha found strewn with dead bodies“. BBC News (ინგლისური). 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  15. „En la ciudad ucraniana de Bucha, los cuerpos sin vida yacen en las calles“. CNN (ესპანური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  16. „Ukraine war: Gruesome evidence points to war crimes on road outside Kyiv“. BBC News. 1 April 2022.
  17. „War in Ukraine: Street in Bucha found strewn with dead bodies“. BBC News. 2 April 2022.
  18. „TOTE AUF DEN STRASSEN, VERSCHARRTE FRAUEN, LEICHEN IN GULLI-ÖFFNUNGEN - Klitschko wirft Putin Völkermord vor“. Bild (გერმანული). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  19. 19.0 19.1 „Almost 300 buried in mass grave in Bucha, near Kyiv: Mayor“. aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  20. „Human Rights Watch documents alleged war crimes by Russian forces in occupied regions of Ukraine“ (ინგლისური). CNN. 3 April 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  21. Boffey, Daniel (2 April 2022). „Ukrainian children used as 'human shields' near Kyiv, say witness reports“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  22. 22.0 22.1 ‘It is a war crime’: two young boys among neighbours shot dead during attempted evacuation en (2022-04-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03
  23. 23.0 23.1 Devastation and Loss in Bucha, Uhan: Life for Civilians in a Town Encircled by Russian Forces. ციტირების თარიღი: 3 April 2022
  24. Myroniuk, Anna. (8 March 2022) Russian soldiers murder volunteers helping starving animals near Kyiv. ციტირების თარიღი: 8 March 2022
  25. „Evidence grows of civilian killings in Bucha“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  26. „Kuleba calls on ICC mission to come to Bucha to collect evidence of Russian war crimes“. Interfax-Ukraine. 2022-04-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  27. AP. „Kyiv mayor says Russian attacks in Bucha are ‘genocide’“. The Times of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  28. Questions over Russian Bucha denials en-gb. ციტირების თარიღი: 2022-04-03
  29. 29.0 29.1 „Ukraine war latest: Killings in Bucha a deliberate massacre, says Ukraine“. BBC News (ინგლისური). 3 April 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  30. Twitter account of Ursula von der Leyen.
  31. Josep Borrell [JosepBorrellF]. I congratulate #Ukraine on liberation of most of Kyiv region.... Missing or empty |date= (help)
  32. HÄIRIVAD KAADRID | Venemaa korraldas Butša linnas massimõrva.
  33. Emmanuel Macron [EmmanuelMacron]. Les images qui nous parviennent de Boutcha, ville libérée près de Kiev, sont insoutenables. Dans les rues, des centaines de civils lâchement assassinés. Ma compassion pour les victimes, ma solidarité avec les Ukrainiens. Les autorités russes devront répondre de ces crimes.. Missing or empty |date= (help)
  34. Israel envoy to Ukraine says killing of civilians in Bucha unjustifiable ‘war crime’ (3 April 2022). ციტირების თარიღი: 3 April 2022
  35. It is impossible to remain indifferent in the face of the horrific images from the city of Bucha near Kiev, from after the Russian army left. Intentionally harming a civilian population is a war crime and I strongly condemn it (3 April 2022). ციტირების თარიღი: 3 April 2022
  36. Statement by the President of the Council of Ministers on the crimes in Bucha it (3 April 2022). ციტირების თარიღი: 3 April 2022
  37. Maia Sandu.
  38. Maia Sandu [sandumaiamd]. (3 April 2022) Impossible to look at atrocities in #Bucha & other 🇺🇦 cities. Shocked at the brutality against civilians.. ციტირების თარიღი: 3 April 2022
  39. Zwolsman, Noor (3 April 2022). „Internationale gemeenschap reageert geschokt op lugubere beelden uit Boetsja“. NRC Handelsblad (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  40. Mark Rutte [MinPres]. (3 April 2022) Shocked by reports of horrible crimes in areas from which Russia has retreated. This must be investigated, and the Netherlands and its partners will not rest until perpetrators of war crimes are held accountable.. ციტირების თარიღი: 3 April 2022
  41. Polish Minister Calls for Investigation of Russian Army's Actions in Kyiv Region en (3 April 2022).
  42. Bogdan Aurescu [bogdanaurescu]. I strongly condemn t/horrible atrocities committed in #Bucha & other cities of #Ukraine as a result of Russian aggression against🇺🇦.All perpetrators of such international crimes must be held accountable by int'l justice.🇷🇴 fully supports a thorough investigation by @IntlCrimCourt en. ციტირების თარიღი: 2022-04-03 Missing or empty |date= (help)
  43. Salome Zourabichvili [Zourabichvili_S]. It’s tough imagining a world where the #BuchaMassacre exists. But it’s here. We live in it. Georgian past means that we know what Bucha represents - crime against humanity, wound that takes too long to heal. The 🇺🇦 resistance will not be defeated. But this will never be forgotten.. Missing or empty |date= (help)
  44. Premiér: Barbarské vyčíňanie ruských vojakov na Ukrajine bude tvrdo potrestané sk (3 April 2022).
  45. 45.0 45.1 Fedor, Lauren; Cameron-Chileshe, Jasmine; Pop, Valentina (2022-04-02). „Ukraine accuses Russian soldiers of killing unarmed civilians“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  46. Blinken: growing evidence of Russian atrocities in Ukraine a ‘punch to the gut’ en (3 April 2022).