ბუღელის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ბუღელის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, „დიდველის“ ტერიტორიაზე, შვეულ ფლატეში, მდინარე კვერეშულის (მდინარე ცხენისწყლის შენაკადი) სათავის რაიონში. შეფარდებითი სიმაღლე 50 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელის სიმაღლე და სიგანე 2-3 მეტრია, სავარაუდო სიგრძე — 70 მ. გვხვდება ცხოველთა მრავალრიცხოვანი ძვლები. ძნელმისადგომია.

ბუღელის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
შეფარდებითი სიმაღლე 50 მ
სიგრძე 70 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.