ბუნების კარიიაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი პირველი საკლასო საკითხავი წიგნი ქართულ ენაზე. მისივე „ქართული ანბანის“ (შემდგომში „დედა ენის“) გაგრძელება. გამოვიდა 1868 წლის ნოემბერში. „ბუნების კარი“ ელემენტარულ-ენციკლოპედიური ხასიათის საკითხავი წიგნია, სასარგებლო ცოდნას იძლევა ბუნებისა და საზოგადოების შესახებ. მასალა პედაგოგიურ-მეთოდური თანმიმდევრობითაა დალაგებული და დაწერილია გასაგები ენით. შედგება რამდენიმე თავისაგან („წინა სტატიები“, „მცენარეები“, „ფრინველები“, „ოთხფეხნი“, „ადამიანზედ“, „წელიწადის დრონი“, „ბუნების მოსლენანი“, „გეოგრაფიული სტატიები“, „საქართველოს მოკლე გეოგრაფია“, „კერძოობითი განხილვა“, „ლექსები“), დართული აქვს ამიერკავკასიის რუკა (ბოლო ვარიანტია 1912-ისა). „ბუნების კარი“ შედგენილია კონსტანტინე უშინსკის „ბავშვთა სამყაროსა“ და იან ამოს კომენსკის „Orbis sensualium pictus-ის“ ანალოგიით და იმავე პრინციპების საფუძველზე. ამ ეროვნულმა სახელმძღვანელომ თავის დროზე უდიდესი როლი შეასრულა ქართული ენისა და კულტურის დაცვისა და განვითარების საქმეში.

ლიტერატურა

რედაქტირება