ბულულის ეკლესია
ბულულის ეკლესია – ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ახმეტის უტოს უბანში, ჯაგნარში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (5 X 3.7 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება მეტ-ნაკლებად დაცულია. ძეგლი დაზიანებულია: სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები მთელ სიმაღლეზე გაბზარულია, ჩამონგრეულია კარის გადახურვა და მის ზემოთ დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარედან კედლების მნიშვნელოვან ნაწილს მიწა ფარავს.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. დარბაზისაგან პატარა მხრებით გამოყოფილ აფსიდს დეფორმირებული ნახევარწრის ფორმა აქვს. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, მის მარჯვნივ - ერთი სწორკუთხა ნიში. აბსიდი გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კონქით. კონქის ზედაპირი აბსიდის კედელს უშუალოდ არ ერწყმის, რის გამოც მათი თანხვედრის საზღვარზე პატარა საფეხურია შექმნილი. ასეთივე საფეხურია მშვილდისებრი კამარის ორივე ქუსლის დონეზე. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 32.