ბულბულის ციხე
ბულბულის ციხე — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. მდებარეობს ქვიშხეთიდან იმერეთში მიმავალ გზაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. აგებულია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული გოდოლის ნაშთი. დასავლეთ ნაწილში და სამხრეთის სათოფურებიანი კედელი (სიმაღლე 5 მეტრი, სიგრძე 35 მეტრი; კედლის სისქე ზედა ნაწილში 1,2 მეტრია, ქვედაში - 2 მეტრი). ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიბერიძე ვ. ბულბულისციხე, ძეგლის მეგობარი, 1975 წ.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.II, თბ., 1977 წ.
- გვასალია ჯ., ფრონის ხეობის ისტორიულ გეოგრაფიულო საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VII, თბ., 1989 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12211