ბუკოლიკა, ბუკოლიკური პოეზია (ბერძნ. boucolos - მწყემსი > boucolikos - მწყემსური, სოფლური, ta bukolika - მწყემსური სიმღერები), ანტიკური პოეზიის ჟანრი. აღმოცენდა ალექსანდრიული პოეზიის წიაღში. ბუკოლიკის მეტრული საზომია დიქტილური ჰექტამეტრი, რომელშიც დამატებულია მეორე ცენზურა (ე.წ. ბუკოლიკური ცენზურა). დროთა განმავლობაში ბუკოლიკის ძირითად თემად იქცა სიყვარული. შემდგომ იძენს პოლიტიკურ და დიდაქტიკურ ხასიათსაც.

ახალ ევროპულ ლიტერატურაზე ბუკოლიკა ზეგავლენას ახდენს თავისი ორი ტენდენციით: სტილიზაციითა და სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობით. ბუკოლიკურ ნაწარმოებთათვის დამახასიათებელია სოფლის მშვიდობიანი, წყნარი ცხოვრების, ბუნების სურათების დახატვა. ჟანრული ფორმებია იდილია და ეკლოგა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება