ბუკნაჭოტი
ბუკნაჭოტი (ლათ. Glaucidium passerinum) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 17 სმ-მდეა, წონა 56-78 გრამი. მურა ფერის ზურგი მოფენილია წვრილი თეთრი ხალებით, თეთრ მუცელზე გასდევს სიგრძივი, ხოლო გვერდებზე განივი შავი ზოლები. ბინადრობს ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის წიწვოვან და შერეულ ტყეებში. ბუდეს იკეთებს ფუღუროებში. იკვებება მღრღნელებით, მწერებითა და ზოგჯერ ბეღურასნაირთა რიგის ფრინველებითაც.
ბუკნაჭოტი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Glaucidium passerinum | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22689194 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 557.