ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენი
ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენი — არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა. პირველი მეტროსადგურის გახსნა 1913 წელს მოხდა, რაც თავის მხრივ პირველი იყო არა მხოლოდ არგენტინაში, არამედ მთელს სამხრეთ ნახევარსფეროში. მეტროს პირველი განვითარება 20-იანი წლებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომამდე გასტანა, ამის შემდეგ მეტროს განვითარება წყდება და მხოლოდ 1990-იან წლებშიღა განახლდება გაფართოებითი სამუშაოები, როდესაც 4 ხაზი ემატება. ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენი ქვეყანაში ერთად-ერთი მეტროსისტემაა, მიუხედავად ამისა, ქალაქ კარდობას მეტროს პროექტი უკვე დამუშავებულია და მომავალში არგენტინას მეორე მეტროპოლიტენი შეემატება.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხაზი 1913 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა - რაც თავის მხრივ პირველია არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ, მთელს ესპანურად მოლაპარაკე სამხრეთ ნახევარსფეროში. პირველი ოციოდე წლის განმავლობაში მეტროსისტემა დიდი სისწრაფით ვითარდებოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მეტროს განვითარება თითქმის შეწყდა. თავდაპირველად მეტროს ხაზებს სხვადასხვა კომპანია ფლობდა; მეტროს სრული ნაციონალიზება 1930-იანების ბოლოსღა მოხდა ბუენოს-აირესის სატრანსპორტო კორპორაციის მიერ, რომელიც 1952 წელს ბუენოს-აირესის გენერალურ ადმინისტრაციად გადაკეთდა. 1963 წელს ადმინისტრაცია კომპანია Subterráneos de Buenos Aires მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1994 წელს კომპანია Metrovías S.A-მ მოახდინა მეტროს საკუთრებაში მოქცევა.
ხაზები
რედაქტირებათანამედროვე მეტროპოლიტენი ექვს ხაზს მოიცავს, რომელთაც A" "B", "C", "D" "E" და "H" ეწოდება. ხაზები სქემაზე სხვადასხვა ფერით არის მოცემული. ხაზების საერთო სიგრძეა 52 კმ. ქალაქს მსუბუქი მეტროს ერთი ხაზიც ემსახურება E2. დღიური მგზავრთა ნაკადი 1.3 მლნ ადამიანია. უქმეებზე მეტროპოლიტენს ხშირად მატარებლების რაოდენობა არც კი ყოფნის. მეტროს გაფართოებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 2011 წლისთვის ხაზების საერთო სიგრძე 97 კმ-ს მიაღწევს. მგზავრობის ღირებულება 0.31 აშშ დოლარის ექვივალენტია, რაც უფრო იაფია, ვიდრე საქალაქო ავტობუსის ბილეთი. მეტროში გამოიყენება ბარათები, სადაც თანხაა დარიცხული. მეტრო მუშაობს 5:00-დან 22:45-მდე, და ყოველ 3-6 მოძრაობს.
ხაზი | ფერი | გახსნა | მარშრუტი | ბოლო გაჩერებები | სიგრძე /კმ | სადგურთა რაოდენობა | მგზავრები დღიურად | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხაზი A | ცისფერი | 1913 | Plaza de Mayo-Plaza Miserere | Plaza de Mayo-Carabobo | 8.5 | 16 | 190,000 | |||
ხაზი B | წითელი | 1930 | Federico Lacroze-Callao | L. N. Alem-de Los Incas/Parque Chas | 10.2 | 15 | 345,000 | |||
ხაზი C | ლურჯი | 1934 | Plaza Constitución-Diagonal Norte | Plaza Constitución-Retiro | 4.5 | 9 | 278,000 | |||
ხაზი D | მწვანე | 1937 | Catedral-Tribunales | Catedral-Congreso de Tucumán | 11.0 | 16 | 385,000 | |||
ხაზი E | იისფერი | 1944 | Plaza Constitución-Gral. Urquiza | Plaza de los Virreyes-Bolívar | 9.6 | 15 | 104,000 | |||
ხაზი F* | შვინდისფერი | ოფიციალური გახსნის დღე უცნობია | Plaza Constitución-Plaza Italia** | * | 8.6** | 13** | * | |||
ხაზი G* | ნარინჯი | ოფიციალური გახსნის დღე უცნობია | Retiro-Cid Campeador** | * | 7.3** | 11** | * | |||
ხაზი H | ყვითელი | 2007 | Once-Caseros | Once-Caseros | 3.4 | 5 | 10,000 | |||
I ხაზი* | მდოგვისფერი | ოფიციალური გახსნის დღე უცნობია | Plaza Italia-Parque Chacabuco** | * | 6.6** | 9** | * | |||
* დაგეგმილი ხაზები
** Anexo I from the law 670. |