ბუდუხური ენა (თვითდასახელება: Будад мез / budad mez) — ნახური-დაღესტნური ენათა ოჯახის ლეზგიური ჯგუფის, შაჰდაღის ქვეჯგუფის უმწერლობო ენა. გავრცელებულია ძირითადად სოფელ ბუდუხში.

ბუდუხური ენა
Будад мез / budad mez
გავრცელებულია ყუბა, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
ენის კოდები bdk
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-bdk}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაბუდუხური ენა

გრამატიკა

რედაქტირება

ბუდუხური ენის ბგერითი სისტემა წარმოგვიდგენს იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელ საერთო ვითარებას. აქვს ხმოვანი ჷ, აგრეთვე უმლაუტიზებული (ზოგჯერ უ თანხმოვნის გავლენით) და ფარინგალიზებული ხმოვნები. გრძელი და მოკლე ხმოვნების დაპირისპირება არ დასტურდება. ფონეტიკური პროცესებიდან აღსანიშნავია ხმოვანთა ჰარმონია. სახელს აქვს ბრუნვის კატეგორია. გამოიყოფა 7 ძირითადი ბრუნვა (სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი I, მიცემითი II, მოქმედებითი, „კუთვნილებითი“) და ლოკატიურ ბრუნვათა ფორმები. არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვი იწარმოება აგლუტინაციის წესით. სახელი განარჩევს 3 (ისტორიულად — 4) კლასს. ზმნაში მხოლობით რიცხვში ვლინდება 4 კლასი, ოღონდ კლასთა ექსპონატები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს (ერთიანდება I და II ან III და IV კლასი). მრავლობით რიცხვში ჩვეულებრივ 2 ფორმაა (ერთი — I-II, მეორე — III-IV კლასისა). უღვლილება კლასოვანია (პირის კატეგორია არ გააჩნია): გარდაუვალ ზმნაში აღინიშნება სუბიექტის, გარდამავალში — პირდაპირი ობიექტის კლასი (ორსავე შემთხვევაში სახელობითი ბრუნვაა გამოყენებული). ჩამოყალიბებულია დრო-კილოთა სისტემა. დასტურდება აბსულუტივის ფორმები. წარმოდგენილია წინადადების 3 კონსტრუქცია: ნომინატიური, ერგატიული, დატიური.

ლიტერატურა

რედაქტირება