ბუგელები
ბუგელები — ერთ-ერთი ძველი რუსული ტომი. მოხსენიებულია მატიანეში „გარდასულ წელთა ამბავი“. სახლობდნენ მდინარე ბუგის (სავარაუდოა სამხრეთ ბუგის) აუზში. ბავარიელი ანონიმის (X საუკუნე) მიხედვით, ჰქონდათ 230 „ქალაქი“ (ციხესიმაგრე). მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ბუგელები და ვოლინელები ადრე დულიობებად იწოდებოდნენ. კიევის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის (X საუკუნე) შემდეგ ბუგელებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა და წყაროებში აღარ იხსენიაბიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 548.