რამაზ ხოტივარი
რამაზ (ბუბა) ხოტივარი (დ. 23 ივნისი, 1946 — გ. 7 მაისი, 2021) — ქართველი კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, კინომსახიობი, პროფესორი, 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
რამაზ (ბუბა) ხოტივარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 ივნისი, 1946 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
7 მაისი, 2021 (74 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კინორეჟისორი, პროფესორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1946 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში. 1966 წ. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971 წელს კი — მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი (ВГИК) — კინორეჟისურის ფაკულტეტი.
გარდაიცვალა 2021 წ. 7 მაისს თბილისში.
შემოქმედება
რედაქტირებასხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. იყო სტუდია „მემატიენეს“ დირექტორი, ს.ს. „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დამაარსებელი და დირექტორი ახალგაზრდული სტუდიისა „ადამ და ევა“, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ლეხაიმ!“, „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“. იყო რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებადამდგმელი რეჟისორი
რედაქტირებასცენარის ავტორი
რედაქტირება- „დიმიტრი II“
- „ისლამი საქართველოში“
- „ლეხაიმ!“
- მარკოზის სახარება“
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- „მდგმურები“
- „გზააბნეულნი“
პროდიუსერი
რედაქტირება- „ლეხაიმ!“
- „მარკოზის სახარება“,