ბრძოლა სიმაღლე 3234-სთვის

საბჭოთა ომი ავღანეთში
თარიღი 7 იანვარი, 1988 - 8 იანვარი, 1988
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი სსრკმ გაიმარჯვა
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა 9-ე დივიზია, 345-ე სადესანტო ნაწილები (ვდვ) ავღანელი მუჯაჰედები /
პაკისტანის დროშა პაკისტანელები
მეთაურები
საბჭოთა კავშირის დროშა ლეიტენანტი სერგეი ბორისოვ ტკაჩევი. ჯალალუდინ ჰაქანი
ძალები
39[1] სამხედრო 200-400[2] მუჯაჰედი
დანაკარგები
6 მკვდარი
28 დაჭრილი მათგან 6 მძიმედ
დაახლოებით 200-მდე დაღუპული
ბრძოლა სიმაღლე 3234-სთვის ვიკისაწყობში

ბრძოლა სიმაღლე 3234-ისთვის — თავდაცვითი ბრძოლა, რომელიც 1988 წლის იანვრის დასაწყისში მოხდა. საბჭოთა 39 მედესანტე ებრძოდა 400-მდე ავღანელ-პაკისტანელ მუჯაჰედს.

1988 წლის 7 იანვარს სადესანტო აეულს სადაც მხოლოდ 39 მებრძოლი იყო თავს დაესხა 500-მდე ავღანელი მუჯაჰედი, რომლებსაც უნდოდათ სიმაღლის დაკავაბა რადგან ეს სიმაღლე იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგან ამ სიმაღლის ქვემოდან გადადიოდა ჯავშანტექნიკა, რომელიც განკუთვნილი იყო ოპერაცია მაგისტრალისთვის, ხოლო მწვერვალზე მყოფ სამხედროებს კი მათი დაცვა ევალებოდათ.

15:30 წუთზე გახსნეს ავღანელებმა პირველი ცეცხლი, თავს დაესხნენ უფროს ლეიტენანტის ვიქტორ იურევიჩის რაზმს, მოწინააღმდეგე იყენებდა ყველანირ იარაღს, მათ შორის ნაღმტყორცნებს, რპგ-ებს და სხვა. ამ სროლების შედეგად დაიღუპა ანდრეი ფედოტოვი რეაქტიული ჭურვით. სროლები კი საბჭოთა პოზიციებიდან იყო 200 მ-დან.

საღამოს 16:30 წუთზე ცეცხლი გახსნენს ორი მიმართულებით, მასირებულ სროლების ქვეშ მოყვენენ ავღანელები და დაიღუპა 20-მდე ავღანელი, 30 დაიჭრა, ხოლო საბჭოთა ბლოკ პოსტიდან 60 მეტრში არცერთი მუჯაჰედი ჩანდა.

17:35 წუთზე საბჭოთა მებრძოლეებმა ცეცხლი გახსნენს მესამე მიმართულებით, რომელიც იყო ძალიან გაბედული, რადგან მათ შეუტიეს მთელი ძალებით, ტყვიამფრქვევებით და ხელყუმბარებით, რის შედეგადაც მათ უკუაგდეს მოწინააღმდეგის ძალები.

23:30 - წუთზე დაიწყო მეხუთე შეტევა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა სიმაღლეზე, რომელიც იყო მკვდარ სივრცეში, სადაც მჭიდროდ იყვნენ განლაგებულნი მუჯაჰედები, დასავლეთ მხარეს ავღანელებმა მოახერხეს 50 მეტრამდე მიახლოება რომ ხელყუმბარები ესროლათ.

3:00 - ყველაზე თავზე-ხელაღებული შეტევა, საბჭოთა სამხედროებს და მუჯაჰედებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ 50 მეტრი, ხოლო ზოგ ადგილას კი საერთოდ 15 მეტრი, საბჭოთა სამხედროებს ფაქტობრივად გამოლეული ჰქონდათ ტყვია-წამალი, რის გამოც უკვე საჭირო იყო არტილერიის ბრძოლაში ჩართვა. სულ მალე მუჯაჰედებმა გააცნობიერეს, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ მწერვალის აღებას, რის გამოც უკან დახევა დაიწყეს დახოცილ და დაჭრილ მებრძოლეებთან ერთად, უკან დახევა კი განაპირობა არტილერიის ცეცხლმა და ტყვია-წამლის დროულად მიწოდებამ.

საბჭოთა მხარებ 39 სამხედროდან 6 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სიკვდილის მერე მიიღეს საბჭოთა კავშირის გმირის ორდენი. ასეთი იყო ვიაჩესლავ ალექსანდროვი და ანდრეი მელნიკოვი. ყველა მებრძოლმა კი ჯილდოდ მიიღო წითელი დროშის ორდენი და წითელ ვარსკვლავიანი ორდენი.

ავღანელმა მუჯაჰედებმა დაკარგეს 200-მდე მებრძოლი, რომელთა უმეტესობა ჩაცმული იყო შავ ფორმებში და ჰქონდათ მართკუთხა შავი-ყვითელი-წითელი ზოლები, ეს კი იმას მიუთითებდა, რომ ისინი იყვნენ შავი ყარყატის მებრძოლეები, რომელიც პაკისტანურ არმიას ეკუთვნოდა.

გავრცელებულ კულტურაში

რედაქტირება

2005 წელს ამ ბრძოლების საფუძვლებზე გადაიღეს რუსული, ფინური, უკრაინული ფილმი, ხოლო 2008 წელს კი გამოვიდა დოკუმენტური თამაში სიმართლე 9 ასეულზე, რომელსაც საფუძვლად დაედო 1988 წლის ინციდენტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Клятва тридцати девяти". A. Oliynik. Krasnaya Zvezda, October 29, 1988. (რუსული)
  2. "Афганский дневник". Y.M. Lapshin. ОЛМА-ПРЕСС Образование, 2004. ISBN 5-94849-641-4. Part 2. (რუსული)