ბრონქსის ხელოვნების მუზეუმი
ბრონქსის ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Bronx Museum of the Arts) — ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბრონქსში, ნიუ-იორკი. მუზეუმი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე და მე-20 საუკუნის ნამუშევრებზე, რომლებიც შექმნილია ამერიკელი მხატვრების მიერ, მაგრამ მასპინძლობს ხელოვნებისა და დიზაინის გამოფენებს ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან. მისი მუდმივი კოლექცია მოიცავს 800-ზე მეტ ნახატს, ქანდაკებას, ფოტოსურათს და ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევარს.[1]
ბრონქსის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
40°49′52″ ჩ. გ. 73°55′12″ დ. გ. / 40.83111° ჩ. გ. 73.92000° დ. გ. | |
დაარსდა | 1971 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
დამაარსებლები | ირმა ფლეკი |
მდებარეობა | ბრონქსი |
დირექტორი | კლაუდიო როდრიგესი |
ოფიციალური საიტი | bronxmuseum.org |
ისტორია
რედაქტირებაბრონქსის ხელოვნების მუზეუმი თავდაპირველად გაიხსნა იმისათვის, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი გაეღვივებინა ბრონქსში და ემსახურა რეგიონის მრავალფეროვან მოსახლეობას.[2] მუზეუმი გაიხსნა 1971 წლის 11 მაისს, ბრონქსის ხელოვნების საბჭოსა და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს შორის პარტნიორობით.[1][3] გახსნა დაემთხვა "ბრონქსის დღის" ღონისძიებას.[4] პირველი გამოფენა შედგებოდა 28 ნახატისგან. მუზეუმი თავდაპირველად იყო ბრონქსის საგრაფო სასამართლოს პირველი სართულის როტონდაში (ვეტერანთა მემორიალური დარბაზი), რომელიც გადაკეთდა მუნიციპალური სახსრების გამოყენებით.[5] დამატებითი გალერეები განლაგებული იყო ბედფორდის პარკში და ალერტონის უბნებში, ხოლო ალერტონის გალერეა მდებარეობდა ბეთ აბრაამის საავადმყოფოში.[6] მისი მუშაობის პირველი 12 წლის განმავლობაში მუზეუმმა 350-ზე მეტი გამოფენა გამართა.
1982 წელს ქალაქმა შეიძინა ვაკანტური სინაგოგა 165-ე ქუჩაზე და გრანდ კონკურსი,[7] როგორც მუზეუმის ახალი ადგილი. ახალი ადგილმდებარეობა საზოგადოებისთვის გაიხსნა 1983 წლის მაისში, "ბრონქსის კვირეულთან" ერთად, რომელმაც შეცვალა "ბრონქსის დღე".[8] ახალი სივრცე გაიხსნა მეოცე საუკუნის ნამუშევრების გამოფენით. გაფართოება და რემონტი დასრულდა 1988 წელს, რაც დაჯდა 5.8 მილიონი დოლარი.[9]
2004 წლის თებერვალში დაიწყო 19 მილიონი დოლარის გაფართოების პროექტის მშენებლობა, რომელმაც გააორმაგა მუზეუმის ზომა 33,000 კვადრატულ ფუტამდე. განახლებული მუზეუმი გაიხსნა 2006 წლის ოქტომბერში.[10] 2008 წელს 3000 კვადრატული ფუტის ზომის ხელოვნების ცენტრი დაემატა საგანმანათლებლო პროგრამებს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.[11]
გამოფენები
რედაქტირება1986 წელს მუზეუმმა დაიწყო „ენ ფოკოს ათწლეულის“ გამოფენა. ამ გამოფენათა სერიაში ბრონქსის ხელოვნების მუზეუმმა აჩვენა En Foco-ს ორგანიზაციის მხატვრების ნამუშევრები. გამოფენების სერია დასრულდა 1986 წელს.[12]
1987 წელს მუზეუმმა მიიქცია ყურადღება ორი გახმაურებული გამოფენისთვის: აფრიკელ-ამერიკელი მხატვრის რომარე ბეარდენის კარიერის რეტროსპექტივა[13] და კომპიუტერული ხელოვნების იმდროინდელი განვითარების სკოლის პრეზენტაცია.[14]
2013 წელს მუზეუმმა გაიმარჯვა კონკურსში და წარმოადგინა შეერთებული შტატები ვენეციის ბიენალეზე 2013 წელს. 2015-16 წლებში მუზეუმმა ჩაატარა მარტინ ვონგის კარიერის რეტროსპექტივა.[15] 2016 წელს მუზეუმში წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფ ფრანკ გიმპაიას გამოფენა ,,ნიღაბი".
მუზეუმი ყოველწლიურად მასპინძლობს პროგრამას "ხელოვანი ბაზარზე", სადაც ხელოვნების პროფესიონალთა ჯგუფი ირჩევს ხელოვანებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა მთავრდება ბრონქსის ხელოვნების მუზეუმში გამოფენით.[16]
დიზაინი
რედაქტირებამუზეუმი მდებარეობს 165-ე ქუჩის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ხოლო გრანდ კონკურსი იანკების მოედნის ოდნავ ჩრდილო-აღმოსავლეთით.[17] შენობა თავდაპირველად იყო სინაგოგა, რომელიც შენდებოდა 1959 წლიდან 1961 წლამდე და შექმნილია უკრაინული წარმოშობის სიმონ ბ. ზელნიკის მიერ. შენობა გადაკეთდა სამუზეუმო სივრცედ 1980-იანი წლების დასაწყისში ბეტონის, ფოლადისა და შუშის გამოყენებით.
1988 წლის გაფართოების გეგმა შეიმუშავეს კასტრო-ბლანკომ, პისკიონერიმ და ფედერმა, რომლებმაც გარე შენობა გარე გრანიტით და ლითონით გარემონტეს, ფასადზე დაამატეს დიდი უწყვეტი ,,ლენტიანი ფანჯრები" და ერთ-ერთ კუთხეში ააშენეს სამსართულიანი შუშის ატრიუმი, რომელიც მუზეუმის ლობის ფუნქციას ასრულებს.[18][19] 1988 წლის დიზაინი აღწერილია როგორც ,,უხერხული" და ,,დამთრგუნველი", ,,დახშული აივნებით" და კუთხის შესასვლელით, რაც აძლევს მას ,,საგარეუბნო ცენტრის" შეგრძნებას. იგი ასევე გააკრიტიკეს საგამოფენო სივრცის ნაკლებობის გამო.[20]
2006 წლის გაფართოების გეგმა შემუშავდა მაიამიში დაფუძნებული არქიტექტურული ფირმის Arquitectonica– ს მიერ, რომელმაც დაამატა სამსართულიანი ჩრდილოეთის ფრთა შენობას. მას აქვს უფრო დიდი შესასვლელი ორსართულიანი ლობით, ახალი გალერეით და გაძლიერებული საგანმანათლებლო საშუალებებით. გარე დიზაინი "დაკეცილი ალუმინის ფასადის" ფორმისაა თანამედროვე დეკო/არტ მოდერნის სტილში. სტრუქტურის გვერდით გამოსახულია შავი და თეთრი ბეტონის ბლოკები, რომლებიც გეომეტრიულ ნიმუშებშია ორგანიზებული. ეს კედლები დროებითია, შექმნილია მომავალი გაფართოების შემთხვევაში მოსაშორებლად, რაც ჩაანაცვლებს თავდაპირველ მუზეუმს საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსით.[21][22][23] მეორე სართულის სტრუქტურის უკანა ნაწილში არის ქანდაკებების ბაღი.[24]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „The Bronx Museum of the Arts“. Alliance for the Arts. ციტირების თარიღი: January 23, 2009.
- ↑ „Bronx Museum of the Arts - NYC-ARTS“. NYC-ARTS (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 15, 2018.
- ↑ Phillips, McCandlish (January 12, 1971). „Lively and Innovative Bronx Arts Council Promotes Cultural Fare on a Shoestring“ (PDF). The New York Times. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ „People's Festival at the Zoo Will Highlight Bronx Day“ (PDF). The New York Times. May 9, 1971. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ (June 1, 2015) The Bronx: The Ultimate Guide to New York City's Beautiful Borough. Rutgers University Press, გვ. 93–94. ISBN 978-0-8135-7321-2.
- ↑ Lewis, John (September 21, 2015). „Bronx Museum of the Arts opens its new home in 1983“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Ouroussoff, Nicolai (October 6, 2006). „Art to the People, and Vice Versa, in the Bronx“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Glueck, Grace (May 13, 1983). „Art: Three Shows Open New Bronx Museum“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 3, 2016.
- ↑ Gardner, James (January 24, 2006). „New Life on Grand Concourse Avenue“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Vogel, Carol. (July 21, 2006) Extensive Changes at a Bronx Museum. ციტირების თარიღი: August 9, 2016
- ↑ Samuels, Tanyanika (May 27, 2008). „Bronx Museum of the Arts set to Open Arts Education Center“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 3, 2008. ციტირების თარიღი: January 23, 2009.
- ↑ Fraser, C. Gerald. „GOING OUT GUIDE“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 15, 2018.
- ↑ Raynor, Vivien (January 4, 1987). „A Glance at Romare Bearden at the Bronx Museum of the Arts“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 23, 2009.
- ↑ Raynor, Vivien (October 25, 1987). „Computer Reigns at Bronx Museum of Arts“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 23, 2009.
- ↑ Cotter, Holland (November 19, 2015). „Martin Wong, an Urban Visionary With a Hungry Eye“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: May 3, 2016.
- ↑ The Artist in the Marketplace Program. ციტირების თარიღი: October 15, 2018
- ↑ Gardner, James (January 24, 2006). „New Life on Grand Concourse Avenue“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Casari, William A. (January 31, 2008). „Concourse Dreams: A Bronx Neighborhood and Its Future“. CUNY Academic Works. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ „Governor Helps Dedicate New Synagogue in Bronx“ (PDF). The New York Times. April 9, 1962. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Gardner, James (October 5, 2008). „A Bronx Bombshell“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Gardner, James (October 5, 2008). „A Bronx Bombshell“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: March 2, 2016.
- ↑ Chaban, Matt (October 20, 2006). „New and Improved Bronx Museum: Arquitectonica gives 35-year-old institution new facade and 50 percent more public space“. The Architect's Newspaper. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2016. ციტირების თარიღი: March 4, 2016.
- ↑ „The Bronx Museum of the Arts: Arquitectonica“. www.arcspace.com. Bronx, New York. December 11, 1006. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 18, 2016. ციტირების თარიღი: March 6, 2016.
- ↑ Taylor, Kate (September 29, 2006). „Beauty in the Bronx“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: March 6, 2016.