ბრონქსის ზოოპარკი

ბრონქსის ზოოპარკი (ინგლ. Bronx Zoo) — ზოოპარკი ბრონქსის პარკში, ნიუ-იორკი. აშშ-ის უდიდეს ქალაქურ ზოოპარკს 107 ჰა საპარკო ტყე და ბუნებრივი არეალი აქვს, რომელსაც მდინარე ბრონქსი ჩამოსდის. მდებარეობს ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღის სამხრეთით. ეს მიდამო ადრე კერძო საკუთრებაში იყო, რომელიც ქალაქმა შეისყიდა და ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღისთვის გამოყო 1880-იან წლებში. 1895 წელს ნიუ-იორკის შტატმა ნიუ-იორკის ზოოლოგიურ საზოგადოებას (ამჟამად Wildlife Conservation Society) ქარტია მიანიჭა ზოოპარკის დაარსების მიზნით.

ბრონქსის ზოოპარკი
Bronx Zoo

ბრონქსის ზოოპარკის შესასვლელი
გაიხსნა 8 ნოემბერი, 1899
მდებარეობა 2300 სამხრეთი ბულვარი, ბრონქსის პარკი, ბრონქსი, ნიუ-იორკი, 10460, აშშ
ტერიტორიის ფართობი 107 ჰა
კოორდინატები 40°51′N 73°52′W
ცხოველების რაოდენობა 4,000
სახეობების რაოდენობა 600
წევრობა ზაა
მთავარი ექსპონატები Congo Gorilla Forest, JungleWorld, Wild Asia Monorail, Madagascar!, Tiger Mountain, African Plains, World of Birds, World of Monkeys, World of Reptiles, Zoo Center

ზოოპარკმა დამთვალიერებლებისთვის კარები 1899 წლის 8 ნოემბერს გახსნა და ამ დროისთვის აქ 843 ცხოველი და 22 ექსპოზიცია იყო. ჰეინს და ლაფარგმა შექმნეს მთავარი შენობების სერიის პროექტები ბოზ-არტის სტილში, რომლებიც ზღვის ლომების აუზის ირგვლივაა განლაგებული. 2006 წლისთვის ბრონქსის ზოოპარკში 4.000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს, მათ დიდ ნაწილს ბუნებაში გადაშენება ემუქრება.