ბროკჰაუზი

(გადამისამართდა გვერდიდან ბროკჰაუსი)

ბროკჰაუზი (გერმ. Brockhaus) — გერმანული საგამომცემლო ფირმა. დააარსა ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზმა 1805 წელს ამსტერდამში. 1811-1817 წლებში გადატანილი იყო ალტენბურგში, შემდეგ — ლაიპციგში. 1808 წლიდან ბროკჰაუზმა დაიწყო „ბროკჰაუზის“ სახელწოდებით ცნობილი ენციკლოპედიის „Konversations-Lexikon“-ის გამოცემა (XIX საუკუნეში გამოიცა 14-ჯერ; მე-15 და მე-16 გამოცემებს ეწოდა „დიდი ბროკჰაუზი“). გდრ-ის შექმნის შემდეგ 1953 წლიდან ბროკჰაუზი არის სახალხო გამომცემლობა ლაიფციგში, გამოსცემს ცნობარებს, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ლიტერატურას. 1952-1957 წლებში მან გამოსცა 12 ტომიანი „დიდი ბროკჰაუზი“ (გერმ. „Der Große Brockhaus“) და 1962-1963 წლებში ორი დამატებითი ტომი (გერმ. „Ergänzungsbände“). 1959 — „სახალხო ბროკჰაუზის“ (გერმ. „Der Volks#Brockhaus“) მეორე გამოცემა. 1958-1960 წლებში 5 ტომიანი „ახალი ბროკჰაუზი“ (გერმ. „Der Neue Brockhaus“) და 1964 წელს მისი დამატებითი ტომი („Eränzungsband“). 1961-1962 წლებში 2 ტომიანი „მცირე ბროკჰაუზი“ (გერმ. „Kleine Brockhaus“), 1966-1974 წლებში გამოვიდა „ბროკჰაუზის“ მე-17 გამოცემა (გერმ. „Brockhaus Enzyklopädie“) 20 ტომად.

ბროკჰაუზის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 1902

1984 წელს მოხდა დასავლეთ გერმანიის დიდი ენციკლოპედიური გამომცემლობების „F. A. Brockhaus“ და „ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის“ გაერთიანება. გაერთიანებული გამომცემლობის ადმინისტრაცია, რომელმაც მიიღო სახელი „Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus AG“, განლაგდა მანჰაიმში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება