ბრიჯიტ კეტრინ რეგანი (ინგლ. Bridget Catherine Regan, დაბ. 3 თებერვალი 1982, სან-დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. 2008 წელს ბრიჯიტმა სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ (ტერი გუდკაინდის ნაწარმოებების ციკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ მოტივებზე) შეასრულა კალან ამნელის როლი, რამაც მას სახელი გაუთქვა.

ბრიჯიტ რეგანი

ბრიჯიტ რეგანი კალან ამნელის როლში
დაბადების სახელი ბრიჯიტ კეტრინ რეგანი
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1982
სან-დიეგო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრიჯიტ კეტრინ რეგანი დაიბადა 1982 წლის 3 თებერვალს სან დიეგოს ოლქის ქალაქ კალსბადში (შტატი კალიფორნია). ჩრდილოეთ კაროლინის ხელოვნების სკოლის (ინგლ. University of North Carolina School of the Arts) დამთავრების შემდეგ ბრიჯიტმა გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის დაწყება და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. ფილმში ბრიჯიტი პირველად გამოჩნდა 2006 წელს.

2009 წელს ბრიჯიტმა პროდიუსირება გარისკა — „Camp Wanatachi“, მიუზიკლი, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკის თეატრ „La MaMa ETC“-ში (ინგლ. La MaMa Experimental Theatre Club) შესდგა 2011 წლის იანვარში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2010 წლის 28 დეკემბერს ბრიჯიტს შეეძინა ქალიშვილი, ფრენკი ჯინი (ინგლ. Frankie Jean), რითიც აიხსნება მისი „შემოქმედებითი პაუზა“.

თეატრი რედაქტირება

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება როლი პრემიერის ადგილი
12 ოქტომბერი — 14 ნოემბერი, 1999 წელი ახალგაზრდობის ნორჩი ჩიტი Sweet Bird of Youth La Jolla Playhouse
21 მარტი 2005 წელი ბავშვები და ხელოვნება Children and Art ბროდვეი
20 სექტემბერი — 23 ოქტომბერი 2005 წელი შოტლანდიური თამაში The Scottish Play Eden La Jolla Playhouse
9 დეკემბერი 2007 წელი — 9 მარტი 2008 წელი ის მკვდარია? Is He Dead? Cecile Leroux ბროდვეი
21 იანვარი 2008 წელი ჟენევა Geneva Begonia Brown The Players

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება როლი
2006 საქორწილო ალბომი The Wedding Album ქეითი
2006 Love Monkey Love Monkey ქალი
2006 დაბრმავებულები Blinders ვივიანი
2006-2007 კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვა Law & Order: Criminal Intent აგენტი კლაუდია შენკლი
2007 უზენაესი არშიყობა Supreme Courtships ჰოლი
2007 ამერიკული გამოცდილება American Experience ანჯელიკა შიპენი
2007 ექვსი საფეხური Six Degrees დიანა ფოსი
2007 ძიძები The Babysitters ტინა თაჩმენი
2007 The Black Donnellys The Black Donnellys ტრიშ ჰიუგოსი
2008 სექსი დიდ ქალაქში Sex and the City ოფიციანტი
2008 ახალი ამსტერდამი New Amsterdam დაფნა ტაკერი
2008-2010 ლეგენდა მაძიებელზე Legend of the Seeker კალან ამნელი
2010 საუკეთესო და ყველაზე ნათელი The Best and the Brightest რობინი
2011 NCIS: Los Angeles NCIS: Los Angeles ელიზაბეტ სმიტი
2012 დამალვა Hide ანაბელ გრეინჯერი

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

წელი შედეგი ჯილდო კატეგორია ფილმი თუ სერიალი
2010 ნომინანტი Mashable Awards

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება