ბრიტ რობერტსონი
ბრიტანი ლიანა რობერტსონი (ინგლ. Britt Leanna Robertson; დ. 18 აპრილი, 1990) — ამერიკელი მსახიობი. მთავარი როლი ნათამაშები აქვს ამერიკულ სამეცნიერო, სათავგადასავლო ფილმში, „Tomorrowland“-ში (2015), მონაწილეობა აქვს მიღებული რომანტიკულ სამეცნიერო ჟანრის ფილმ „სივრცე ჩვენს შორის“-ში (2017), და კომედიურ დრამა „ძაღლური ცხოვრება“-ში (2017). იგი ასევე გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „Life Unexpected“, „საიდუმლო წრე“, „გუმბათის ქვეშ“ და „ხალხისთვის“.
*ბრიტ რობერტსონი | |
---|---|
რობერტსონი 2010 წელს, ჰემპტონის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. | |
დაბადების სახელი | ბრიტანი ლიანა რობერტსონი |
დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1990 ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბრიტ რობერტსონი დაიბადა 1990 წლის 18 აპრილს, ჩრდილოეთ კაროლინაში, აშშ-ში. არის ბევერლი და რაიან რობერტსონის, რესტორნის მფლობელის ქალიშვილი[1]. რობერტსონი გრინვილში, სამხრეთ კაროლინაში გაიზარდა. დედამისის მეორე ქორწინებიდან ჰყავს 3 ნახევარ და-ძმა (2 და, 1 ძმა), ხოლო მამამისის მხრიდან 2 ნახევარძმა და ერთი ნახევარდა[2][3].
14 წლის ასაკში ბრიტი დედინაცვალთან, შიულერ რობერტსონთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინადან ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, რათა ტელევიზიაში მუშაობის შანსი გაეზარდა. იგი ლოს-ანჯელესში 16 წლამდე დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემდგომ მარტო ცხოვრება გააგრძელა. იგი „The Ghost Club“-ის გადაღების დროს, ორი თვის განმავლობაში, სამხრეთ კაროლინაში, ბებია-ბაბუასთან, შულერთან და ჯერისთან რჩებოდა.
კარიერა
რედაქტირებარობერტსონი პატარა აუდიტორიის წინაშე პირველად, მშობლიურ ქალაქ გრინვილში, ადგილობრივი თეატრის სცენაზე წარსდგა. 12 წლის ასაკში, სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში როლების მისაღებად იგი ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა.
ბრიტი ტელევიზიაში პირველად 2000 წელს გამოჩნდა, როდესაც სატელევიზიო სერიალ „Sheena“-ს ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო. მოგვიანებით რობერტსონი სატელევიზიო სერიალში, „Power Rangers Time Force“-ში მიიწვიეს, ამავე წელს მან აიღო ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო, სატელევიზიო ფილმებსა და მინი-სერიალებში როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. იგი 2004[4] წელს, სატელევიზიო ფილმ „Growing Pains: Return of the Seavers“-ის, მიშელ სიეივერის როლზე აირჩიეს. 2006 წელს იგი გადაიღეს კომედიურ ფილმში, სახელად „Keeping Up with the Steins“-ი. 2007 წელს, კარა ბარნსის როლი, ამერიკულ კომედიურ-დრამატულ ფილმში „რეალურ დენი“-ში ითამაშა. გამოჩნდა სერიალ „CSI: Crime Scene Investigation“-ის ეპიზოდ „Go to Hell“-ში, და CBS-ს დრამატულ სატელევიზიო სერიალ „Swingtown“-ში[5].
2008 წელს, Lifetime-ის სატელევიზიო სერიალ „The Tenth Circle“-ში მთავარი როლი შეასრულა. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო დრამატულ ფილმ „დედა და შვილი“-ში და „ავალონის სკოლა“-ში.
2010-2011 წლებში მთავარ ლუქს ქესიდის როლს, დრამატულ სერიალ „Life Unexpected“-ში თამაშობდა, თუმცა პირველი სეზონის გამოშვების შემდეგ სერიალის გადაღება დაბალი რეიტინგის გამო შეწყდა. 2011 წელს გამოჩნდა ფილმ „კივილი 4“-ში. იგი სატელევიზიო სერიალ, „საიდუმლო წრე“-ში მთავარი როლით მონაწილეობდა, ამ სერიალის გადაღებაც პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ შეწყდა[6]. ამავე წელს, რომანტიკულ, კომედიურ ფილმში, „პირველად“-ში გადაიღეს.
2013 წლიდან 2014 წლამდე მისტიკურ სატელევიზიო სერიალში, „გუმბათის ქვეშ“-ში, ენგის[7] როლს ასრულებდა. იგი გადაღებულია კომედიურ-დრამატულ ფილმ „მიმწოდებელი“-ში და „მკითხე რაც გინდა“-ში, რომელშიც მონაწილეობით, მან ნაშვილის ფილმების ფესტივალზე „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაცია მოიგო. 2015 წელს მან სოფია დანკოს როლით, ითამაშა რომანტიკულ დრამაში–„ყველაზე გრძელი გზა“[8]. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 წლის ამერიკულ დრამაში „Tomorrowland“-ში[9], მან ამ ფილმში ქესი ნიუტონის როლი შეასრულა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2011 წლიდან მსახიობს სასიყვარულო ურთიერთობა, სერიალ „თინეიჯერი მგელი“-ს მონაწილესთან, დილან ო'ბრაიენთან ჰქონდა. მსახიობებმა ერთმანეთი ფილმ „პირველად“-ის გადაღებაზე გაიცნეს, სადაც ისინი შეყვარებული წყვილის როლს ასრულებდნენ.
რობერტსონს უყვარს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა. ჰყავს ორი ძაღლი (კლაიდი და ბადი), რომლებთანაც იგი დიდ დროს ატარებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ From Charlotte baby to Hollywood 'It Girl'. ციტირების თარიღი: April 15, 2018.
- ↑ Radish, Christina (August 29, 2011). „Britt Robertson Interview – The Secret Circle“. Collider. ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ Zuckerman, Suzanne; Steinberg, Dan (February 1, 2010). „5 Things to Know About Life Unexpected's Britt Robertson“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ Callum-Penso, Lillia (October 19, 2007). „Brittany Robertson is a 'real life' Hollywood actress“. The Greenville News. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2007. ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ De Leon, Kris. 'Swingtown' Premieres Tonight (June 5, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2014. ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ The Secret Circle: Is the New CW TV Series Worth Watching? (September 15, 2011). ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ Goldberg, Lesley. (January 25, 2013) 'Life Unexpected's' Britt Robertson Joins CBS' 'Under the Dome'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 1, 2013.
- ↑ Washington, Arlene (December 23, 2014). „'The Longest Ride' Trailer: Nicholas Spark's Newest Couple Finds Love“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: December 23, 2014.
- ↑ Kit, Borys (July 18, 2013). „Britt Robertson Lands Key Role in George Clooney's 'Tomorrowland'“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: December 23, 2014.