ბრიტანეთ-ზანზიბარის ომი |
---|
ზანზიბარის სულთნის რეზიდენცია მასზე მიტანილი იერიშის შემდეგ |
თარიღი |
09:02–09:40 ლოკალური დროით (06:02–06:40 UTC), 27 აგვისტო 1896 (38 წუთი) |
---|
მდებარეობა |
ზანზიბარი |
---|
შედეგი |
ბრიტანეთის იმპერიის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
ადმირალ ჰარი როუსონი ლოიდ მათიუსი
|
ჰალიდ იბნ ბარგაში
| |
ძალები |
---|
900 ზანზიბარის რეგულარული სახმელეთო არმიის ჯარისკაცი 150 ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის მეომარი 3 კრეისერი 2 კანონერკა
|
2800 ჯარისკაცი 4 საარტილერიო დანადგარი სულთნის თავდაცვითი იახტა „გლაზგო“ 2 გემი
| |
დანაკარგები |
---|
1 დაჭრილი ოფიცერი
|
500 გარდაცვილი და დაჭრილი ჩაძირული სულთნის სამეფო იახტა და 2 გემი
|
|
ბრიტანეთ-ზანზიბარის ომი ვიკისაწყობში |
ბრიტანეთ-ზანზიბარის ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ბრიტანეთის იმპერიასა და ზანზიბარის სასულთნოს შორის, რომელიც წარიმართა 1896 წლის 27 აგვისტოს 38 წუთის განმავლობაში. გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია როგორც ყველაზე ხანმოკლე ომი.
1896 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა ზანზიბარის სულთანი ჰამად იბნ თუვაინი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანეთის კოლონიურ ადმინისტრაციასთან. ამ დროს ტახტი დაიკავა და თავი სულთანად გამოაცხადა ჰალიდ იბნ ბარგაშიმ, თუვაინის ბიძაშვილმა, რომელსაც ჰქონდა გერმანიის იმპერიის მხარდაჭერა. ბრიტანეთი ამჯობინებდა ზანზიბარის ტახტზე ასულიყო ჰამუდ ბინ მუჰამედი, რომელიც ასევე იბნ თუვაინის ბიძაშვილი იყო. 1890 წელს ზანზიბარსა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ზანზიბარი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ ექცეოდა და ზანზიბარის სულთანი ბრიტანეთს უნდა დაემტკიცა ტახტზე. ამის გამო ბრიტანეთმა ულტიმატუმი გამოუცხადა იბნ ბარგაშის, რომ იგი ტახტიდან გადამდგარიყო. გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით შეგულიანებულმა ბარგაშიმ უარი განუცხადა ბრიტანეთს ულტიმატუმის შესრულებაზე, რასაც მოჰყვა ბრიტანეთის ინტერვენცია ზანზიბარში. მეომრებმა ნავებიდან მიიტანეს იერიში სულთნის სასახლეზე, რის გამოც ბარგაში იძულებული გახდა თავი შეეფარა გერმანიის საკონსულოსთვის და შემდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში გერმანიის სამფლობელოში გადასულიყო. ოპერაცია 38 წუთი გრძელდებოდა. ზანზიბარის ტახტზე ჰამუდ იბნ მუჰამადი ავიდა.
- Bennett, Norman Robert (1978), A History of the Arab State of Zanzibar, London: Methuen Publishing, ISBN 978-0-416-55080-1.
- Hernon, Ian (2003), Britain's Forgotten Wars: Colonial Campaigns of the 19th Century, Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing, ISBN 978-0-7509-3162-5.