ბრილიანტ დადაშოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრილიანტ სულეიმან ქიზი დადაშოვა (აზერ. Brilliant Süleyman qızı Dadaşova; დ. 15 სექტემბერს, 1959 ან 1965 წელი,[1][2] ბაქო, აზერბაიჯანის სსრ)[3][4]აზერბაიჯანელი პოპ მომღერალი.

ბრილიანტ დადაშოვა
Brilliant Süleyman qızı Dadaşova

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1959 (1959-09-15) (65 წლის) ან 15 სექტემბერი, 1965 (1965-09-15) (59 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
წარმოშობა აზერბაიჯანელი
ჟანრ(ებ)ი პოპი, ხალხური
აქტიური 1985 – დღემდე
საიტი www.dadashova.com
ბრილიანტ დადაშოვა ვიკისაწყობში

ცხოვრება

რედაქტირება

ბრილიანტ დადაშოვა დაიბადა 1959 ან 1965 წლის (ზუსტი თარიღი უცნობია) 15 სექტემბერს,[1][2] ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ. მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავს. მისი უფროსი დები ბრილიანტის მსგავსად მომღერლები არიან.

ბრილიანტ დადაშოვა პირველად სცენაზე 1985 წელს გამოვიდა აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ელდარ მანსუროვის სიმღერით. 1986 წელს მან მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში მოსკოვში. ორი წლის შემდეგ მან მოიგო პრესტიჟული პოპ მომღერლების კონკურსი, სიმღერის კონკურსი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის. 1990 წელს მან დაამთავრა აზერბაიჯანის ეროვნული კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი.

ბრილიანტ დადაშოვა არის ერთ-ერთი იმ პოპ მომღერლებს შორის, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ. დადაშოვას კონცერტი გამართული აქვს მრავალ ქვეყანაში, მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ავსტრია, შვედეთი, რუსეთი და თურქეთი. 1995 წელს მისი სიმღერა Züleyha მოხვდა რუსული ჩარტის ტოპ 10-ში.[5] 1997 წელს დადაშოვა იყო იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ალბომის Landet vi kommer fra (,,მიწა საიდანაც მოვედით"; გამოვიდა კირკელიგ კულტურვერკსტედის მიერ, ნორვეგიაში) ჩაწერაში, რომელშიც შედიოდა აზერბაიჯანული ხალხური სიმღერები.[6]

1999 წელს ბრილიანტ დადაშოვა აირჩიეს ბაქოს საკრებულოში. 2001 წლიდან 2006 წლამდე მას ჰქონდა საკუთარი ტოქშოუ Gözəllik dünyanı xilas edəcək (,,სილამაზე გადაარჩენს სამყაროს") Space TV-ში.

2012 წელს, მისი სიმღერა ვოკალიზი (2001 წლის აზერბაიჯანული ხალხური ცეკვის ჰანგების მეიდანისა და ბაკის ვოკალური იმპროვიზაცია, ასევე ვაგიფ გარაიზადეს ნოვრუზუს მუსიკალური კომპოზიცია) დავის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ სომეხმა მომღერალმა ვარდუ ვარდანიანმა შეასრულა ეს სიმღერა, რომელიც დაადანაშაულეს საავტორო უფლებების დარღვევაში.[7] ვარდანიანმა სასტიკად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ სიმღერა არის ტრადიციული სომხური ხალხური სიმღერა.[8]

2006 წლის სექტემბრიდან ბრილიანტ დადაშოვა აქტიურად იყო ჩართული აკადემიის სატელევიზიო პროექტში (ვარსკვლავების აკადემიის აზერბაიჯანული ვერსია), რომელიც მიზნად ისახავდა ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიონალურ მუსიკალურ მომზადებას დიდი სცენისთვის.

თავისი კარიერის განმავლობაში ბრილიანტ დადაშოვას გამოშვებული აქვს შვიდი ალბომი. მისი უკანასკნელი საერთაშორისო ალბომი Saninlayam (,,მე შენთან ვარ") გამოვიდა 2002 წლის სექტემბერში და მიეძღვნა კომპოზიტორ რაფიგ ბაბაევის ხსოვნას. მან შემდეგ კიდევ გამოუშვა ერთი სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Masal Dunyam, აზერბაიჯანსა და თურქეთში 2008 წლის აგვისტოში.

დადაშევა აზერბაიჯანელი მსახიობის მელიქ დადაშევას დისშვილია.

ბრილიანტ დადაშოვა დაქორწინებულია მსახიობ ადალატ ჰაჯიევზე და ჰყავს ვაჟი, ჯაჰადი. 2011 წლის მარტში ბრილიანტ დადაშოვამ გამოაცხადა, რომ მან შეიტანა განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში გრძელვადიანი რთული ურთიერთობის გამო.[9] 2020 წელს ბრილიანტ დადაშოვამ აღნიშნა ქორწინების 32 წელი.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Бриллиант Дадашева подтверждает свое турецкое гражданство.
  2. 2.0 2.1 23 saylı Nəsimi-Səbayıl seçki dairəsi üzrə seçicilərin daimi siyahısı.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-11. ციტირების თარიღი: 2021-10-20.
  4. Kim harada və nə vaxt doğulub? (SİYAHI) დაარქივებული 2013-08-07 საიტზე Wayback Machine. . anspress.com
  5. Brilliant Dadashova – Biography დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. at Dadashova.com
  6. Norwegians Find 'The Land We Come From' by Steinar Opheim. Azerbaijan International. #5.4, Winter 1997
  7. Once Again on the Misappropriation of Our Traditions დაარქივებული October 8, 2007, საიტზე Wayback Machine. by Kamran Imanov. Copyright Agency of the Republic of Azerbaijan
  8. Song Squabble: Words become weapons in regional battle over pop tune დაარქივებული September 26, 2007, საიტზე Wayback Machine. By Gayane Abrahamyan, ArmeniaNow arts reporter
  9. People's Artist of Azerbaijan to Divorce?. Day.az. 1 April 2011.
  10. Brilliant Dadashova about her husband: "Everyone thinks ...". Teleqraf.com. 30 May 2020.