ბრემენის რატუშა
ბრემენის რატუშა (გერმ. Bremer Rathaus) — გერმანიის ქალაქ ბრემენის სენატის პრეზიდენტისა და მაიორის რეზიდენცია. წარმოადგენს აგურით ნაგებ, გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს ევროპაში. 2004 წელს, ბრემენის როლანდის ქანდაკებასთან ერთად, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
როლანდის ქანდაკება და ბრემენის რატუშა ბრემენში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 53°04′33″ ჩ. გ. 8°48′26″ ა. გ. / 53.07583° ჩ. გ. 8.80722° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1087 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1087 ინგლ. • რუს. • ფრ. |
რატუშა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ბაზრის მოედანზე, როლანდის ქანდაკების წინ. მოედანზე მის მოპირდაპირე მხარეს ქალაქის კათედრალია.
ქალაქის ძველი რატუშა 1405 - 1409 წლებში აშენდა. 1595 - 1612 ის გადააკეთეს და დაუმატეს ახალი ფასადი, რომლის არქიტექტურული ელემენტებიც გერმანულ რენესანსზეა დაყრდნობილი. 1909 - 1913 წლებში, მიუნხენელმა არქიტექტორმა გაბრიელ ფონ შეიდლმა რატუშა გააფართოვა და უკანა მხრიდან ნეო-რენესანსული სტილის ახალი ნაგებობა მიაბა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც ქალაქის 60% დაინგრა, ბრემენის მაცხოვრებლების სიმამაცის წყალობით, ნაგებობა თითქმის ხელუხლებელი გადარჩა - ნაგებობის კედლები დამცავი ფიცრებით დაფარეს.