როლანდის ძეგლი (ბრემენი)

როლანდის ძეგლიროლანდის ქანდაკება გერმანიის ქალაქ ბრემენში. აღიმართა 1404 წელს. მდებარეობს ქალაქის ბაზრის მოედანზე, კათედრალის წინ. სკულპტურაზე გამოსახული როლანდი, საღვთო რომის იმპერიის პირველი იმპერატორის, კარლოს დიდის რაინდი და რონსევალის ხეობის ბრძოლის გმირი იყო. ქანდაკება ქალაქის ნამდვილი მცველის სახით გვევლინება, მას ხელში ქარქაშიდან ამოღებული ხმალი უჭირავს, ფარზე კი იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივია გამოსახული.

როლანდის ქანდაკება და რატუშა ბრემენში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°04′33″ ჩ. გ. 8°48′26″ ა. გ. / 53.07583° ჩ. გ. 8.80722° ა. გ. / 53.07583; 8.80722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1087
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1087
ინგლ.რუს.ფრ.

ქანდაკების სიმაღლე 5.47 მეტრია, საყრდენი სვეტის კი 10,21 მ. გამოკვეთილია კირქვისგან. მისი მშენებლობა ეპისკოპოსმა დააფინანსა, რათა 1366 წელს დამწვარი ანალოგიური, ხისგან გამოკვეთილი ქანდაკება ჩაენაცვლებინათ.

როლანდის ქანდაკებები საღვთო რომის იმპერიის მრავალ ქალაქში გამოჩნდა, როგორც ქალაქის თავისუფლების სიმბოლო. ბრემენის ქანდაკება ანალოგებს შორის უძველესია. 2005 წელს, ბრემენის რატუშასთან ერთად, იუნესკომ ქანდაკება მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება