ბრედ სტივენსი
ბრედლი კენტ სტივენსი (ინგლ. Bradley Kent Stevens; დ. 22 ოქტომბერი, 1976, ზაიონსვილი, ინდიანა)[1] — ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის მწვრთნელი და ყოფილი კოლეჯის კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ბოსტონ სელტიქსის მთავარი მწვრთნელი.
ბრედ სტივენსი | |
---|---|
ბრედ სტივენსი - სელტიქსის მთავარი მწვრთნელი (2017) | |
ბოსტონ სელტიქსი | |
მთავარი მწვრთნელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
22 ოქტომბერი, 1976 ზაიონსვილი, ინდიანა |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | ზაიონსვილ ქომუნითი (ზაიონსვილი, ინდიანა) |
სიმაღლე | 185 სმ |
კარიერა | |
კოლეჯი | დეპაუვი (1995–1999) |
პროფესიონალური კარიერა | 2001–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
მწვრთნელის | რანგში |
2001 - 2007 | ბატლერი (ასისტენტი) |
2007 - 2013 | ბატლერი |
2013 - დღემდე | ბოსტონ სელტიქსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
მწვრთნელის რანგში:
|
დაიბადა და აღიზარდა ზაიონსვილში, ინდიანაში. თავიდან თამაშობდა ზაიონსვილის საზოგადოების საშუალო სკოლის საკალათბურთი გუნდში, სადაც 4 რეკორდი დააფიქსირა. საშუალო სკოლის შემდეგ ჩაირიცხა დეპაუვის უნივერსიტეტში, სადაც კვლავ კალათბურთის თამაშს განაგრძობდა; ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა ეკონიმიკის ხარისხი. იგი ყველა-კონფერენციის გუნდში რამდენჯერმე მოხვდა, ხოლო აკადემიური ყველა-ამერიკელის პროგრამაზე 3-ჯერ იყო ნომინირებული. Eli Lilly and Company-ში სამუშაოს დატოვების შემდეგ დაინტერესდა მწვრთნელობით: შეუერთდა ბატლერის უნივერსიტეტის საკალათბურთო პროგრამას, სადაც მოხალისის სტატუსით 2000-2001 წლებამდე ირიცხებოდა. მომდევნო სეზონში სრული განაკვეთით მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ასისტენტის როლში 5 სეზონის გატარების შემდეგ, 2007 წლის 4 აპრილს, ტოდ ლიკლითერმა ლოვა ჰაუკესის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა; აღნიშნული პოზიცია სტივენსმა დაიკავა. მწვრთნელობის პირველ წელს, სტივენსის წინამძღოლობით გუნდმა სეზონში 30 თამაში მოიგო; NCAA პირველი დივიზიონის ისტორიაში სტივენსი გახდა ყველა მესამე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც 30+ მოგება დააფიქსირა.
2010 წელს, მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებიდან 3 წლის შემდეგ სტივენსმა პირველ სამ სეზონში მოგებების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა: წინა რეკორდი 8 მოგებით გააუმჯობესა. NCAA ტურნირში სტივენსის ხელმძღვანელობით ბატლერის გუნდმა პირველად მოახერხა ფინალურ ოთხეულში მონაწილეობის მიღება; აგრეთვე იგი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც NCAA ეროვნული ჩემპიონატის თამაშში მონაწილეობა მიიღო (დამარცხდა დიუკთან ანგარიშით 61-59). მომდევნო წელს გუნდმა კვლავ მოახერხა ფინალურ ოთხეულში მოხვედრა; ამით სტივენსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ორჯერ მოახერხა ფინალურ ოთხეულში მონაწილეობის მიღება.[2] სტივენსის გაწვრთნილმა ბალდოგსებმა კვლავ მოახერხეს ეროვნულ ჩემპიონატში გასვლა, თუმცა ამჯერად კონეკტიკატ ჰასკისთან დამარცხდნენ. სტივენსი რეგულარულად სახელდებოდა ჰორიზონ ლიგის წლის მწვრთნელის ჯილდოს მიღების ფინალისტად; აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. სტივენსს კოლეჯში თამაშის პერიოდში ყოველ წელიწადს ასახელებნენ ჰაგ დურამისა და ჯიმ პელანის ჯილდოების მოპოვების კანდიდატად.
აღნიშნულმა წარმატებემა სტივენსს საშუალება მისცა NBA-ს კლუბ ბოსტონ სელტიქსთან 6-წლიანი $22-მილიონი-დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაეფორმებინა (2013) და მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო.[3] 2015 წლის შემდეგ სტივენსის ხელმძღვანელობით სელტიქსი რეგულარულად ახერხებს NBA Playoffs-ში გასვლას; 2017-2018 წლებში გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფილანებში გავიდა.[4][5] საკუთარი მოძრაობებით შეტევაში და თავბროდამხვევი დაცვით სტივენსმა მალევე მოიპოვა NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის სტატუსი.[5][6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jeff Rabjohns (March 23, 2010). „Butler's Stevens shows signs of Syracuse coach's greatness“. Indianapolis Star. ციტირების თარიღი: April 3, 2010.
- ↑ Butler earns return trip to Final Four after beating Florida in OT
- ↑ Brad Stevens exits Butler for Boston. ESPN.com (July 3, 2013). ციტირების თარიღი: July 3, 2013.
- ↑ Celtics clinch 7th seed in clutch. ციტირების თარიღი: April 14, 2015.
- ↑ 5.0 5.1 celtics clinch fifth seed will face hawks in first round of the playoffs. ციტირების თარიღი: April 13, 2016.
- ↑ „Celtics Extend Contracts of Ainge, Stevens“. NBA.com. June 1, 2016. ციტირების თარიღი: June 3, 2016.