ბრატსკის ჰიდროელექტროსადგური
ბრატსკის ჰიდროელექტროსადგური — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგური. აგებულია მდინარე ანგარაზე, ქალაქ ბრატსკთან. მშენებლობა მიმდინარეობდა 1955-1964 წლებში. ჰესს აქვს გრავიტაციული ტიპის ბეტონის კაშხალი. კაშხლის თხემზე გადის ტაიშეტ-ლენას რკინიგზა და საავტომობილო გზა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 509.