ბრატსკის წყალსაცავი
ბრატსკის წყალსაცავი (რუს. Братское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ანგარაზე, რუსეთის ირკუტსკის ოლქში. შექმნილია ბრატსკის ჰესის კაშხალით. ავსება დაიწყო 1961 წელს, საპროექტო ნიშნულს მიაღწია 1967 წელს. ზედაპირის ფართობი 5426-5470 კმ², წყლის მოცულობა 169 კმ³. ბრატსკის წყალსაცავის სიგრძეა 570 კმ, სიგანე 25 კმ-მდე. საშუალო სიღრმე 31 მ, მაქსიმალური სიღრმე 150 მ. შედგება ორი ძირითადი ლუბრმისაგან, რომლებიც მდინარე ანგარის (547 კმ) და მდინარე ოკის (370 კმ) გაყოლებით მდებარეობს. მრავალი შენაკადის შესართავი გადაიქცა 15 კმ-მდე სიგრძის ყურედ. ბრატსკის წყალსაცავი მრავალწლიური ჩამონადენის მარეგულირებელია. ძირითადი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა იყენებენ სანაოსნოდ, წყლის მომარაგების მიზნით, თევზ მეურნეობისათვის. წყალსაცავის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბრატსკი, სვირსკი, უსოლიესიბირსკოე.
ბრატსკის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Братское водохранилище | |
ბრატსკის წყალსაცავი | |
კოორდინატები: 56°15′ ჩ. გ. 101°45′ ა. გ. / 56.250° ჩ. გ. 101.750° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ირკუტსკის ოლქი |
ზღვის დონიდან | 394,65-401,73 მ |
სიგრძე | 570 კმ |
სიგანე | 25 კმ |
ფართობი | 5426-5470 კმ² |
მოცულობა | 169 კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 6000 კმ |
უდიდესი სიღრმე | 150 მ |
საშუალო სიღრმე | 31 მ |
მდინარე | ანგარა |
შევსების წელი | 1961 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Братское водохранилище. Инженерная геология территории, М., 1963.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრატსკის წყალსაცავი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)