ბრამჰემ მურის ბრძოლა
ბრამჰემ მურის ბრძოლ | |||
---|---|---|---|
პერსის აჯანყების ნაწილი ნაწილი | |||
თარიღი | 19 თებერვალი, 1408 | ||
მდებარეობა | ბრაჰემ მური, იორკშირი, ინგლისი | ||
შედეგი | როიალისტების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ბრამჰემ მურის ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა 1408 წლის 19 თებერვალს,[1]იგი იყო ბოლო ბრძოლა პერსის აჯანყებაში 1402-1408 წლებში, რომელმაც ჰენრი პერსი, ნორთამბერლენდის პირველი გრაფი, მდიდარი და გავლენიანი პერსის ოჯახის უფროსი, დაუპირისპირა ინგლისის უზურპატორ მეფეს, ჰენრი IV-ს. პერსისები ადრეც მხარს უჭერდნენ ჰენრის, 1399 წელს მისი ბიძაშვილის მეფე რიჩარდ II-ის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებაში.
აჯანყება
რედაქტირებამეფე ჰენრი და ჰენრი პერსი, ნორთამბერლენდის პირველი გრაფი, დამარცხდნენ 1402 წელს ჰომილდონ ჰილის ბრძოლის შედეგად. ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ინგლისში შეჭრილმა შოტლანდიურმა არმიამ, ინგლისის არმიას ხელმძღვანელობდა ნორთამბერლენდი, რომელმაც მოახერხა შოტლანდიელი დიდებულების დიდი ნაწილის დატყვევება. [2] როგორც იმდროინდელი ტრადიცია იყო, დატყვევებულ დიდგვაროვანს შეეძლო გამოსასყიდის მეშვეობით მოეპოვებინა თავისი თავისუფლება, ნორთამბერლენდი კი სარგებლობდა ამით და დიდ თანხას შოულობდა. თუმცა, მეფე ჰენრი, გადატრიალების, უელსისა და შოტლანდიის ომების შემდგომი ქაოტური მდგომარეობის და ინგლისისა და უელსის რამდენიმე ნაწილის დაუმორჩილებლობის გამო განიცდიდა ფინანსურ კრიზისს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს დაუმორჩილებელი ნაწილები, ჩამოგდებული და მოკლული რიჩარდ II-ის ერთგულები იყვნენ.
ჰენრი ცდილობდა დაეცვა თავისი თითქმის დაცლილი ხაზინა, ასევე მას უნდოდა თავისი ზეგავლენის ქვეშ მოექცია ნორთამბერლენდი, რომელსაც მართავდნენ პერსისები. მეფე ჰენრიმ მოითხოვა მძევლების დაბრუნება და მათ გამოსასყიდად მხოლოდ სიმბოლური თანხა შესთავაზა მტერს. განრისხებულმა ნორთამბერლენდმა, მხარდაჭერის პირობა მისცა ტახტის სხვა პრეტენდენტს, ედმუნდ მორტიმერს, მარტის მე-5 გრაფს და გაემართა ჰენრის წინააღმდეგ 1403 წელს, მანამ სანამ შრუსბერის ბრძოლა მოხდებოდა, ამ ბრძოლაში იგი დამარცხდა დამარცხდა და მისი ვაჟი ჰენრი ჰოტსპური მოკლეს. შოტლანდიაში უკან დახევის შემდეგ, ნორთამბერლენდი კვლავ გამოჩნდა 1405 წელს, შემდგომი დამარცხებით, მანამ, სანამ უკანასკნელად ცდილობდა ტახტის ხელში ჩაგდებას, მან შეკრიბა შოტლანდიელებისა და ნორთუმბრიელების არმია, შემდგომში კი იგი კვლავ გაემართა სამხრეთით იორკისკენ.[3]
ბრამჰემ მური
რედაქტირებაბრამჰამ მურში, ვეტერბის სამხრეთით, ნორთამბერლენდის არმიას კეთილშობრივი დახვედრა მოუწყეს ადგილობრივმა იორკშირის ჯარისკაცებმა, ისინი ნაჩქარევად შეიკრიბნენ ამ დახვედრისთვის, მათ იორკშირის უმაღლესი შერიფი, სერ თომას როკბი მეთაურობდა. მოწინააღმდეგე არმიების ზუსტი რაოდენობა და რესურსები არ არის ცნობილი, მაგრამ ჯარებს გაცილებით აღემატებოდა შრიუსბერიში შეკრებილი ათასობით მეომარი. აჯანყებულებმა ვერ მოიპოვეს ფართო მხარდაჭერა ან დახმარება სხვა აჯანყებული ხალხებისგან, როგორიც იყო უელსი, სადაც ოვეინ გლინდრის აჯანყება თითქმის დასრულებული იყო.
ბრძოლის მიმდინარეობის პროცესი დოკუმენტებში არც ისე კარგადაა აღწერილი. როგორც ჩანს, მოქმედება მოჰყვა იმ პერიოდში გამართულ მრავალ ბრძოლას, ამ ბრძოლაში გენერლების ტაქტიკები დაემთხვა და მათი ჯარების პოზიციები და ტაქტიკა ერთმანეთს დაემთხვა, მათი გეგმა იყო სისხლიანი შეტაკება მოედნის ცენტრში, მცირე ტაქტიკური მიმართულებით. ცნობილია, რომ ნორთამბერლენდმა საგულდაგულოდ განათავსა თავისი კაცები და ელოდა როკბის ჩამოსვლას, იგი საღამოს 2:00 საათზე ჩამოვიდა და ბრძოლაც მაშინვე დაიწყო. სავარაუდოა, რომ როგორც სხვა ბრძოლების დროს, ინგლისსა და შოტლანდიას შორის გამართული ბრძოლების უმეტესობის მსგავსად, ინგლისმა ისევ და ისევ მათი გრძელი მშვილდის მეშვეობით გაიმარჯვა. მშვილდი დიდ როლს თამაშობდა ბრძოლაში, მისი მეშვეობით ჯარების შეტაკებამდე უამრავ მოწინააღმდეგეს კლავდნენ.
ბრძოლის შემდეგ რამდენიმე აჯანყებული სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ჰეილესის აბატი, რომელიც ჯავშანში იყო გამოწყობილი. ბანგორის ეპისკოპოსი გადაურჩა სიკვდილით დასჯას, რადგან მას თავისი შესამოსელი ეცვა.
შემდეგ
რედაქტირებანორთამბერლენდი დამარცხდა და ერლი დაიღუპა გააფთრებული უკანა დაცვის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ დროს განადგურდა მისი არმიაც. მისი მოკავშირე ბარდოლფი სასიკვდილოდ დაიჭრა მოქმედების დასაწყისში და მოგვიანებით გარდაიცვალა.[4] მისი ჯარისკაცებიდან ძალიან ცოტა გადარჩა და დაბრუნდა შოტლანდიაში. ნორთამბერლენდის ცხედარი ჩამოკიდეს, დახატეს და კვარტალში განათავსეს. მისი თავი ლონდონის ხიდზე იყო განთავსებული, ხოლო მისი სხეუულის სხვა ნაწილები გამოფენილი იყო სხვადასხვა დაგილბში (იმ დროისთვის ეს ყველაფერი ჩვეულება იყო მოღალატეებად მიჩნეული ადამიანებისთვის). საბოლოოდ მისი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და იორკ მინსტერში დაკრძალეს.[2]
ბარდოლფების მამულები დაიკარგა და პერსის ოჯახის ძალაუფლება დაიმსხვრა. ინგლისის ჩრდილოეთი გახდა მათი პოლიტიკური კონკურენტების, ნევილის ოჯახის სამფლობელო, რომლის ლიდერი რალფ ნევილი ბრძოლი შემდეგ გახდა სამეფო მოკავშირე და გაძლიერდა ვესტმოლენდის გრაფის დანიშვნის შედეგად. პერსისები მოგვიანებით დაბრუნდნენ და დაიბრუნეს თავიანთი წინა პოზიციები ვარდების ომის დროს. იმ ადგილზე, სადაც ნორთამბერლენდი დაეცა, აღმართეს ჯვარი. 2008 წელს მემორიალური ქვა და საინფორმაციო დაფა დაიდგა სამოთხის გზაზე, ბრამჰემში და ოფიციალურად გაიხსნა ნორთამბერლენდის მე-12 ჰერცოგის მიერ, 600 წლის იუბილეს აღსანიშნავად.[5]
ბრძოლის ველი არის 1,2 მილი (2 კმ) ბრამჰემის სამხრეთით [6] და 3,5 მილი (5,6 კმ) ტადკასტერის დასავლეთით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Clark, David (2002). Battlefield Walks in Yorkshire. Wilmslow: Sigma. ISBN 9781850587750.
- Rayner, Michael, English battlefields : an illustrated encyclopaedia, Stroud : Tempus, 2004, ISBN 0-7524-2978-7
- Lomas, Richard, A Power in the Land: The Percys, East Linton : Tuckwell Press, 1999, ISBN 1-86232-067-5
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Clark 2002, p. 37.
- ↑ 2.0 2.1 Bean, J M W (26 May 2005) Percy, Henry, first earl of Northumberland (1341–1408). DOI:10.1093/ref:odnb/21932. ციტირების თარიღი: 6 November 2018.
- ↑ Clark 2002, p. 38.
- ↑ Clark 2002, p. 39.
- ↑ „Village remembers role in historic uprising“. The Yorkshire Post. 30 June 2008.
- ↑ Ordnance Survey. York & Selby [map], 1:50,000, Landranger. (2016) ISBN 9780319262030.