ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი

ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარ ბოჭორმის შუაგულში, მთის ფერდობზე.

საკულტო ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა (4 X 2,8 მ), ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ინტერიერში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხე და დასავლეთ კედელი მომრგვალებული აქვს. სამხრეთ კედელში კვადრატული სარკმელია, ჩრდილოეთისაში - პატარა ნიში. სახურავი ცალფერდაა. გადახურულია სიპებით.

ლიტერატურა

რედაქტირება